კორპორაციამ ”Apple”, ”ოსკარით” დაჯილდოვების 82-ე ცერემონიაზე ”iPad”-ის პირველი სარეკლამო რგოლი აჩვენა, წერს ”MacRumors”. ცერემონიას ”Apple”-ის დირექტორი, სტივ ჯობსი თავად ესწრებოდა.
30-წამიან რეკლამაში ადამიანი მუხლებზე იდებს ”iPad”-ს და მოწყობილობის ძირითადი ფუნქციებით სარგებლობს. რეკლამა შემდეგი წარწერით სრულდება - "April 3". სარეკლამო რგოლს თან ახლავს ჯგუფ ” The Blue Van”-ის სიმღერა "There Goes My Love".
5 მარტს ”Apple”-მ გამოაცხადა, რომ აშშ-ის მცხოვრებლებს ”iPad”-ის შესაძენად წინასწარი შეკვეთის მიცემა 12 მარტიდან შეეძლებათ. მოწყობილობის უშუალო გაცემა კი 3 აპრილიდან დაიწყება. აპრილის ბოლოს ”iPad” მსოფლიოს კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაში გაიყიდება, მათ შორის ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. აშშ-ში მისი ღირებულება 499 დოლარი იქნება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
15:22 / 09-03-2010
”Apple”-მ ”ოსკარზე” ”iPad”-ს რეკლამა გაუკეთა






















