ახალ ზელანდიელმა გამომგონებელმა რუდი ჰიმანმა, ახალი აპარატი შექმნა სახელწოდებით WIG (wing in ground effective vehicle), რომელიც 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს ჩვეულებრივი მოტორიანი ნავია, ხოლო უფრო მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას აფრენა და ჰაერში პატარა თვითმფრინავივით ლივლივი შეუძლია.
კონსტრუქტორის თქმით, საფრენი აპარატის შექმნას მან 10 წელი მოანდომა. WIG-ს ფრთები ეხსნება კიდეც, რაც მის ტრანსპორტირებას აიოლებს.
მსგავსი აპარატის შეძენა რუდი ჰიმანისგან მსურველებს 10,5 ათას დოლარად შეუძლიათ, იტყობინება ”Zhelezyaka.com”.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.
16:27 / 05-03-2010
გამომგონებელმა მფრინავი ნავი შექმნა






















