1 მარტიდან, პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი, კომპანია ”Microsoft” ევროკავშირში ოპერაციული სისტემა ”Windows”-ის მომხმარებლებს ინტერნეტში საიტების დასათვალიერებლად ბრაუზერების არჩევანს შესთავაზებს.
ამერიკული კომპიუტერული გიგანტი, რომელსაც არაერთხელ ადანაშაულებდნენ არაკეთილსინდისიერ კონკურენციასა და ბრაიზერების ბაზრის მონოპოლიზებაში, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შესაბამისად, იძულებული გახდა, მომხმარებლებისთვის არჩევანი შეეთავაზებინა.
ამიერიდან, კომპიუტერის ჩართვისას, Windows-ის მორიგი განახლების დროს მომხმარებლები დაინახავენ შესაბამის ფანჯარას, რომლის დახმარებითაც მათ 12 სხვადასხვა ბრაუზერიდან ერთ-ერთის დაყენების შესაძლებლობა მიეცემათ, მათ შორის ”Internet Explorer”-ის.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
14:15 / 02-03-2010
”Microsoft” ევროპელებს ბრაუზერების არჩევანს შესთავაზებს






















