კომპანია ”Mattel” თოჯინა ბარბის გამოუშვებს, რომელსაც კომპიუტერების სპეციალისტის იმიჯი ექნება. ამგვარი აღმოჩნდა ონლაინ-გამოკითხვის შედეგები, რომლის მონაწილეებსაც ახალი ბარბისთვის პროფესია უნდა შეერჩიათ.
როგორც ბარბის შემქმნელებმა განაცხადეს, თოჯინის ახალ სახეზე მუშაობისას დიზაინერები აშშ-ის ინჟინერიის ეროვნულ აკადემიასა და ქალთა საინჟინრო საზოგადოებასთან თანამშრომლობდნენ.
თოჯინამ აქსესუარების მთელი ნაკრები მიიღო, მათ შორის ლეპტოპი, სმარტფონი და უკაბელო ყურთსასმენები. ბარბის მაისური აცვია, რომელიც ორმაგი კოდით არის გაფორმებული.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
17:06 / 15-02-2010
ბარბი კომპიუტერების სპეციალისტი გახდა






















