ამერიკაში მობილური ტელეფონების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია ”მოტოროლა” , 2011 წელს ორ ნაწილად გაიყოფა. სააგენტო ”ფრანც პრესის” ცნობით, კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ერთი, ახალი კომპანია გამოუშვებს მობილურ ტელეფონებს და ტელე რესივერებს. კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნება სანჯაი ჯა.
მეორე კომპანია, რომელსაც გრეგ ბრაუნი უხელმძღვანელებს, დაკავდება რადიოსადგურებით, მობილური კომპიუტერებით, უსაფრთხოების სისტემით, სკანერებითა და უკაბელო კავშირგაბმულობით.
ჯა და ბრაუნი ”მოტოროლას” გენერალური თანადირექტორები არიან. ორივე კომპანია, 2011 წლის პირველ კვარტალში გააგრძელებს ”მოტოროლას” სამარკო ნიშნის გამოყენებას.
ორად გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მოტოროლამ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო. სწორედ ამ მიზნით მოიწვიეს კომპანიაში სანჯაი ჯა, რომელიც მანამდე კომპანია Qualcomm-ის პრეზიდენტი იყო.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
12:16 / 12-02-2010
”მოტოროლა” ორ კომპანიად გარდაიქმნება






















