23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 06:33
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:44 / 14-07-2010
კახი კალაძე: "გიორგის ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დროც არ ექნებოდა"
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრისა და ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი დემეტრაძის მხარდასაჭერი პრესკონფერენცია მოაწყო. იტალიური "მილანის" მცველმა ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მიიწვია ჟურნალისტები.

შეხსენებისთვის, დემეტრაძე რამდენიმე დღის წინათ დააკავეს სამართალდამცავებმა, ბრალდება კი ასეთია – ქურდულ სამყაროსთან კავშირი. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კალაძემ წარმოადგინა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელზე.
ჯერ ამ მიმართვის ტექსტს გთავაზობთ:

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჩვენი ნაკრების ყოფილი წევრის, გამოჩენილი თავდამსხმელის, ჩვენი მეგობრის, გიორგი დემეტრაძის დაკავების შესახებ. მას ბრალს სდებენ ქურდულ სამყაროსთან კავშირში, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი დემეტრაძე 16 წლის ასაკში მოვიდა ქართულ ფეხბურთში და ძალიან მოკლე დროში შეძლო გამხდარიყო პროფესიონალი ფეხბურთელი, ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი. მან მრავალჯერ ასახელა თავისი ქვეყანა.

არაერთი ქვეყნის სტადიონზე თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში გამოირჩეოდა თავდაუზოგავი შრომით, დისციპლინითა და პატიოსნებით. იგი ყოველთვის გრძნობდა უდიდეს პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნის და გულშემატკივრის წინაშე. ამ თვისებებიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევთ, მოგმართოთ თხოვნით: ჩვენ ვხედავთ და დადებითად ვაფასებთ კორუფციასთან და შავ სამყაროსთან სახელმწიფოს ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ ეს დადებითად აისახება მომავალი თაობის სწორად ფორმირებაში, მაგრამ ამასთან ერთად, უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ გიორგი დემეტრაძის ღვაწლი და თავდადება ქართულ ფეხბურთში და კანონის ფარგლებში მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს გიორგი დემეტრაძეს, კვლავაც ემსახუროს ქართულ ფეხბურთს.

"უღრმესი პატივისცემით"
მიმართვას ხელს აწერს 37 ადამიანი, თუმცა, კალაძის თქმით, მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო გაიზრდება. ხელისმომწერთა შორის არიან ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები (მათ შორის, პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე...) და არასაფეხბურთო სფეროს სახეები – ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, მომღერლები კახა ცისკარიძე და სტეფანე მღებრიშვილი, დიზაინერი ავთო ცქვიტინიძე და სხვები...

კალაძემ რამდენიმე საინტერესო კითხვასაც უპასუხა:

- ეს მიმართვა პოლიტიკურ პარტიების რეკომენდაციით ხომ არ შეიმუშავეთ?
- არანაირი პოლიტიკური სარჩული აქ არაა და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ მივცემთ ასეთ მიმართულებას.

- დემეტრაძე დამნაშავედ არ მიგაჩნიათ?
- გიორგი მოხვდა გაუგებრობაში. მე არასოდეს მომისმენია მისი საუბარი ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან.

- ანუ, მათთან კავშირი არასოდეს ჰქონია?

- დემეტრაძე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და საამისოდ, ელემენტარულად, დრო არ დარჩებოდა.

- და ამჯერად მის გათავისუფლებას ითხოვთ?

- დიახ. თუ საჭირო იქნება, მე და ჩემი ოჯახი დავუდგებით თავდებად.
პრესკონფერენციაზე იყვნენ ცხინვალის "სპარტაკის" ხელმძღვანელები და მწვრთნელები, ასევე საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ცქიტიშვილი. სხვათა შორის, კალაძის მიმართვას ხელს აწერს "სპარტაკის" პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევიც. შეხსენებისთვის, "დემე" ბოლოს სწორედ "სპარტაკში" თამაშობდა.

მურთაზ შელია (ცხინვალის "სპარტაკის" ვიცე-პრეზიდენტი, ნაკრების ყოფილი მცველი): ჩემი თქმა რად უნდა, რომ გიორგი დემეტრაძე კარგი ადამიანია. ის არ იყო შავი სამყაროს წარმომადგენელი და იმედია, ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება.

- რამდენადაც ვიცით, ბოლო პერიოდში დემეტრაძე "სპარატკიდან" წამოსული იყო...

- დიახ. უცხოეთში აპირებდა კარიერის გაგრძელებას.


ილია ნანობაშვილი
”მსოფლიო სპორტი”
მსოფლიოს ჩემპიონი მრავალჭიდში ჰოდა, მეც ვეცდები, დღეს უფრო მეტად, სპორტზე ვილაპარაკო... მოკლედ, თუ რუსეთმა ომი არ დაიწყო ან თუ ახალი ხიდი არ გაიხსნა ფეხით მოსიარულეთათვის, ერთი თვე "ვგულაობთ"!..
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"