23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 06:33
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:31 / 14-07-2010
ნაცნობი ფინალის მოლოდინში
საქართველოს მოქმედ ჩემპიონსა და თასის მფლობელ თბილისის "ლელოს", პირველ ტიტულს "მიხეილ მესხის" სტადიონზე, მისი ტრადიციული მეტოქე, "ლოკომოტივი" 20:00 საათიდან შეეცილება.
ბოლო წლებში, ამ გუნდების დაპირისპირება ქართული რაგბის გულშემატკივარში მუდამ ინტერესს იწვევდა. პრაქტიკულად ამ გუნდების დაპირისპირებაში წყდებოდა საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელის ვინაობა. 2008 წელს, მას შემდეგ, რაც "ლოკომოტივმა" ჩემპიონატის ფინალში "ლელოს" სძლია, ამ უკანასკნელმა, იმავე წლის თასის განმეორებით ნახევარფინალში რევანში აიღო, მერე კი, თასიც დაისაკუთრა. გასულ სეზონში "ლელო" ქვეყნის ჩემპიონი ისე გახდა, რომ თამაში არ წაუგია, სამჯერ კი გამარჯვება "ლოკომოტივთან" იზეიმა (ორჯერ რეგულარულ პირველობაში და ერთხელ ფლეი ოფში).

ყველა ელოდა, რომ "ლოკომოტივს" მეოთხე შანსი ჩემპიონატის ფინალში ექნებოდა, მაგრამ თემურ ბენდიაშვილის შეგირდები, მცირე ფინალში მოულოდნელად "ბათუმი XV"-თან დამარცხდა. სარევანშო დაპირისპირება მაინც შედგა და ისევ ფინალში, ოღონდ ეს, თასის ფინალი იყო. "ლოკომოტივმა" კარგად დაიწყო და ტაიმი 16:10 მოიგო, მეორე ნახევრის დასაწყისში კი, უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა - 22:10, მაგრამ გასული წელი მაინც "ლელოსი" იყო. დასკვნით 25 წუთში, მათ ჩამორჩენის აღმოფხვრა და ჯამში 23:22 გამარჯვება მოახერხეს, რითაც დუბლი შეასრულეს.

წელს "ლელო" დაუმარცხებელი აღარაა. რეგულარულ პირველობაში ის ორჯერ დამარცხდა - ქუთაისის "აია"-სთან და თბილისის "ვისოლი-ყოჩებთან", მაგრამ "ლოკომოტივს" დაძაბულ ბრძოლაში მაინც აჯობა. გუნდებმა მხოლოდ ჯარიმები იტანეს, ერთხელ "ლოკომოტივმა" იხეირა, სამჯერ "ლელომ" და ამ უკანასკნელმა 9:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ რეფერიმ "ლოკომოტივის" ერთი და "ლელოს" ორი მორაგბე გაასინბინა.

წლევანდელი თასის ფინალისკენ მავალ გზაზე, "ლოკომოტივმა" მერვედფინალში "ივერია" 45:29, ხოლო "ლელომ" თსუ-"ლომები" 15:12 დაამარცხა. მეოთხედფინალში "ლოკომოტივმა" "აკადემიას" 23:3, ხოლო "ლელომ" "არმაზს" 30:12 მოუგო. ნახევარფინალში "ლოკომოტიველთა" მეტოქე "ბათუმი XV" იყო და თბილისელებმა შინ 24:15, ხოლო სტუმრად 29:17 იმარჯვეს. "ლელოს" უფრო რთული ნახევარფინალები ჰქონდა. მათ ქუთაისის "აია"-ს ვანში 25:21 აჯობეს, განმეორებით მატჩში კი მეტოქეს 19:12 სძლიეს.

"ლოკომოტივი" საქართველოს თასს აქამდე ექვსჯერ ფლობდა, მათ შორის 4-ჯერ ზედიზედ, "ლელო" კი, თასის ორგზის მფლობელია და წარმატებას ბოლო ორ გათამაშებაში მიაღწია. რაგბის ტრადიციების მიხედვით, თემურ ბენდიაშვილმა საფინალო შემადგენლობა უკვე დაასახელა და მასში უმნიშვნელო ცვლილება თუ იქნება, ლევან მაისაშვილმა კი ეს ვერ მოახერხა. საქმე ისაა, რომ "ლელოს" მორაგბეები ტრავმებს უჩივიან - მწვრთნელმა ჯერაც არ იცის გადამწყვეტი შეხვედრისთვის ვის უნდა ენდოს.
მოკლედ, "მიხეილ მესხზე" წლის პირველი უმთავრესი ჯახი იმართება და ის, 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს თასის XII გათამაშების ფინალი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00 საათი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ლოკომოტივი: 1. პაპუნა ელოშვილი, 2. ლევან გენებაშვილი, 3. გიორგი ვეფხვაძე ან ლადო გუნიავა, 4. გიორგი ოზგებაშვილი, 5. ბაჩუკი გუჯარაიძე, 6. გივი ბერიშვილი, 7. ზვიად მაისურაძე, 8. გიგა ნიშნიანიძე, 9. ირაკლი ღვინჯილია, 10. ბობა კვინიხიძე, 11. დავით ჟამუტაშვილი, 12. გიორგი კობახიძე, 13. სანდრო ქავთარაძე, 14. შალვა შიოშვილი, 15. ვახტანგ კავთიძე.
სათადარიგოები: ლევან ზარიძე, დავით ჩიტიძე, ვახტანგ ახვლედიანი, რატი ხუციშვილი, გიორგი ნოზაძე, ლადო გუნიავა, გიორგი წეველიძე.
მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი

ზურა ქსოვრელი
”მსოფლიო სპორტი”
მსოფლიოს ჩემპიონი მრავალჭიდში ჰოდა, მეც ვეცდები, დღეს უფრო მეტად, სპორტზე ვილაპარაკო... მოკლედ, თუ რუსეთმა ომი არ დაიწყო ან თუ ახალი ხიდი არ გაიხსნა ფეხით მოსიარულეთათვის, ერთი თვე "ვგულაობთ"!..
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"