23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 06:27
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:08 / 11-03-2010
გუცაევმა ოქტომბრამდე ყველაფერი ჩამოწერა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობა, წლეულს ოქტომბერში გასამართი კონტინენტის X ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას შეუდგა. ვლადიმერ გუცაევმა ის 22-კაციანი სია დაასახელა, რომლის წარმომადგენლები, 10-25 მარტს თურქეთში შეიკრიბებიან და იქ 3 საკონტროლო მატჩს გამართავენ. ნაკრების თავკაცს, მისი გაწვრთნილი გუნდის მიერ შემოდგომამდე “გადასადგმელი” ყველა ნაბიჯი დაგეგმილი აქვს.

სწორედ, ქართველი 19-წლამდელების უახლოესი გეგმების შესახებ ესაუბრა ვლადიმერ გუცაევი “მსოფლიო სპორტს”.

- ბატონო ვოვა, ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში მხოლოდ საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელები უნდა გხლებოდათ.

- ასე გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ უცხოეთში მოთამაშე ის ფეხბურთელები, რომელთა ამ ეტაპზე გუნდიდან გათავისუფლება პრობლემა არ იქნება, ახლა გამოვიძახეთ. ასეთი სულ სამნი არიან - ბაქარ მირცხულავა “ბენფიკადან”, გეგა დიასამიძეც პორტუგალიაში (“ოდიაში”) თამაშობს და თემურ შარაშენიძე უნგრეთის “დიორიდან”.

- კიდევ რომელ ლეგიონერებზე ამყარებთ იმედებს?
- მოგეხსენებათ, ჩვენ თურქეთში შერჩევით პროცესს ვიწყებთ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საპატიო მიზეზების გამო, მასში თავიდანვე ვერ ჩაერთვებიან. გეცოდინებათ, ჯანო ანანიძეს, ასაკით ჩვენთანაც უწევს თამაში და მისი დიდი იმედი გვაქვს. ასეთები არიან ილურიძე “ანჟიდან”, ჩელებაძე “ჩერნომორეციდან”, შეყილაძე “ემპოლიდან”, “ვოლფსბურგში” მოთამაშე გოგიას იმედიც გვაქვს. თურქეთში ვერ მიგვყავს “ზესტაფონის” ფეხბურთელები კობახიძე და მეშველიანი, ასევე, “გაგრას” ნახევარმცველი ოქრიაშვილი - მათ თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობებში ათამაშებენ და ამ პერიოდში, ბუნებრივია, თავად გუნდებს უნდათ, რომ გამოიყენონ.

- 17-წლამდელები მალე ელიტ-რაუნდში ითამაშებენ. იქ ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, ალბათ, ზოგიერთ მათგანზე ყურადღების შეჩერება ღირს.

- ჩვენ თვალყურს ვადევნებთ გიორგი ჭანტურიას და კიდევ 3-4 იქ მოთამაშე ახალგაზრდას. ასე რომ, შევხედავთ, როგორ კონდიციებში იქნებიან და არაა გამორიცხული, მათგან რამდენიმე ჩვენც დავიმატოთ.

- ვიცით, რომ თქვენ საკმაოდ მრავალფეროვანი გეგმები გაქვთ ოქტომბრამდე.
- ეს გასაგებიცაა, თუ გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ, გუნდის შეთამაშებისთვის არაერთი საერთაშორისო მატჩის ჩატარებაა საჭირო. კი, ამ ბიჭებს, ასაკის მიუხედავად, შესაბამისი პრაქტიკა არ აკლიათ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, გუნდის მონოლითურ კოლექტივად ჩამოყალიბებას, დროსთან ერთად, ძლიერ სპარინგებში მონაწილეობაც ესაჭიროება.  

თურქეთში 3 საკონტროლო შეხვედრის გამართვა გვაქვს დაგეგმილი და სამივეში მეტოქეებად შვეიცარიის დაბალი ლიგის გუნდები გვეყოლება. 16 მარტს “უზენდორფს” ვეთამაშებით, 20-ში - “ვესენდაგენს”, 24-ში - “გეინფენდენს”.

აპრილში მიწვეული ვართ პორტუგალიაში გასამართ ოთხთა ტურნირზე, სადაც ცნობილია მონაწილეთა ვინაობა და დღეები, როცა ჩვენმა ნაკრებმა უნდა ითამაშოს. აი, როდის რომელ გუნდთანაა თამაში, ჯერ არ ვიცით. პორტუგალიის, რუსეთის და ბულგარეთის თანატოლთა ნაკრებებს  14, 15 და 17 აპრილს შევხვდებით.

საერთაშორისო შეხვედრების გარეშე არც მაისი ჩაივლის. ვესტუმრებით  ბელარუსს და იქაურ 19-წლამდელებს 9 და 11 მაისს გავეჯიბრებით. მომავალ თვეში კი, რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში, შავი ზღვის ქვეყნების ოლიმპიადაზე მივიღებთ მონაწილეობას.

შემდგომ სამ თვეში ორ-ორკვირიანი შეკრებები გვაქვს დაგეგმილი. აქედანვე ვიცით, რომ ივლისში და აგვისტოში ხორვატიაში შევიკრიბებით და ხორვატიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის და სხვა ნაკრებ გუნდებთან ვისპარინგებთ.

ბოლოს, მოგეხსენებათ, პორტუგალიაში ადგილობრივ ნაკრებთან ერთად, ბერძენ და აზერბაიჯანელ თანატოლებთან შესარჩევ ეტაპზე გვიწევს თამაში. შეხვედრები 11,13 და 16 ოქტომბერს ჩატარდება.

- უკვე სამწვრთნელო შტაბიც ჩამოყალიბებული გექნებათ.
- წვრთნაში ასლან ბალაძე და გოჩა ჯოხაძე დამეხმარებიან. ფიზმომზადების მწვრთნელად კი, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის რეკომენდაციით, ოლეგ კოსოევი ავიყვანეთ. მას თურქულ შეკრებაზე წავიყვანთ, დავაკვირდებით და თუ მისი კვალიფიკაცია ჩვენთვის მისაღები იქნება, კონტრაქტსაც გავუფორმებთ.

”მსოფლიო სპორტი”
მსოფლიოს ჩემპიონი მრავალჭიდში ჰოდა, მეც ვეცდები, დღეს უფრო მეტად, სპორტზე ვილაპარაკო... მოკლედ, თუ რუსეთმა ომი არ დაიწყო ან თუ ახალი ხიდი არ გაიხსნა ფეხით მოსიარულეთათვის, ერთი თვე "ვგულაობთ"!..
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"