WBC-ის ვერსიით მსოფლიოს უკრაინელმა ჩემპიონმა, მძიმეწონოსანმა ვიტალი კლიჩკომ, Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრიტანელ ლენოქს ლუისთან მეორე
ბრძოლის არჩატარების მიზეზად, ლენოქსის დედა დაასახელა.
“ლუისმა თავად დამირეკა და მატჩ-რევანშის თაობაზე მოსალაპარაკებლად პირისპირ შეხვედრა მთხოვა. მას საქმეში მენეჯერების ჩართვა არ სურდა. ვესტუმრე, შევედით ოთახში და დაახლოებით 2 საათი ვისაუბრეთ. მთელი ეს დრო, დედამისი იმავე ოთახში იჯდა და როგორც დავაფიქსირე, სულ მე მიყურებდა.
ერთმანეთს რომ დავემშვიდობეთ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. რამდენიმე საათში ლუისმა დამირეკა და მითხრა: მაპატიე, მოლაპარაკება აღარ გავაგრძელოთო. მაშინვე მივხვდი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მან კი არა, დედამისმა მიიღო” – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
"ინტერპრესნიუსი"
09:30 / 11-03-2010
ვიტალი კლიჩკომ ლუისის დედა ახსენა






















