ფეხბურთის მეფე პელეზე არ გვაქვს საუბარი… ჰოლანდიური "ალკმაარის" იტალიელმა თავდამსხმელმა გრაციანო პელემ, ტოპვოეტბალ-თან საუბრისას, შოთა არველაძეს მადლობა გადაუხადა - რჩევებს ყოველდღიურად მაძლევს და გვერდიდან არ მშორდებაო.
"არველაძე მისაბაძი და მაღალი კლასის ფორვარდი იყო, მასთან თანამშრომლობა ჩემთვის სიამოვნებაა. ამასთან, ის ყოველთვის ზუსტად გეუბნება, როდის რა უნდა გააკეთო", - თქვა პელემ "ალკმაარის" მთავარი მწვრთნელის ქართველ თანაშემწეზე.
გეცოდინებათ, უშუალოდ დიკ ადვოკაატის თანაშემწეობის გარდა, შოთას "ალკმაარში" თავდასხმის ხაზზე ევალება კურირება.
ილია ნანობაშვილი
"მსოფლიო სპორტი"
18:41 / 10-03-2010
პელე შოთა არველაძეს ემადლიერება






















