23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 06:21
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:24 / 10-03-2010
"ენერჯი-ინვესტმა" ამერიკელი კალათბურთელი დაიმატა
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულმა ლიდერმა "ენერჯი-ინვესტმა", რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, 22 წლის ამერიკელი გამთამაშებელი დომენიკ ტოლფორდი დაიმატა.

რუსთაველთა ახალწვეული 1987 წლის 23 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლუისვილში დაიბადა. იგი აშშ-ს კოლეჯების ლიგაში თამაშობდა. სხვადასხვა წლებში "ცინტინატის", "ნიუ მექსიკოს" და "იაგუარების" შემადგენლობაში გამოდიოდა.

ამპლუით გამთამაშებელი ტოლფორდი 178 სმ სიმაღლისაა და 77 კილოგრამს იწონის.
ამერიკელი კალათბურთელი უკვე საქართველოშია და "ენერჯისთან" ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
გთავაზობთ ინტერვიუს "ენერჯი-ინვესტის" მთავარ მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილთან, რომელსაც რუსთავში ტელეფონით დავუკავშირდით.

- მიუხედავად იმისა, რომ "ენერჯი-ინვესტს" გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავს, მეორე წრეში, ანატოლი ბოისას (მცველი) და გიორგი პირველაშვილის (ფორვარდი) შემდეგ, ამჯერად გამთამაშებელი დაიმატეთ ტოლფორდის სახით. არჩევანი გამთამაშებელზე რატომ შეაჩერეთ?
- ტრავმირებული გამთამაშებლების, ზურაბ მაჭავარიანისა (ხერხემალი აწუხებს) და მალხაზ აბაიშვილის (ფეხი გადაიბრუნა) შემდეგ, გამთამაშებლის პოზიციაზე დავით არწივიძის იმედად დავრჩით და ამიტომ გადავწყვიტეთ ამერიკელი კალათბურთელის დამატება. ფლეი ოფი ახლოვდება და ერთი გამთამაშებლის იმედად ნამდვილად ვერ ვიქნებით. რაც შეეხება ცენტრის პოზიციას, აქ კარგად თამაშობენ ზვიად ბაბიაშვილი, ჟოლივეტ ტუჯანი, აკაკი დვალიშვილი (სამივე მძიმე ფორვარდი) და ამ პოზიციაზე პრობლემები არ გვაქვს.

- ტოლფორდმა უკვე მოასწრო გუნდთან ერთად ვარჯიშის ჩატარება და საინტერესოა, თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?
- ერთი ვარჯიშიდან გამომდინარე, ძნელია სპორტსმენი სრულად შეაფასო. მიუხედავად იმისა, რომ იგი მგზავრობით გადაღლილი იყო, ჩემზე მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

- როგორ მოხვდა ტოლფორდი "ენერჯში"?

- ქართველ აგენტ ლევან მიქელაძის შუამავლობით.

- ამერიკელი კალათბურთელი რუსთავში რა ხნით დარჩება?
- ისევე, როგორც "ენერჯი-ინვესტის" ყველა კალათბურთელი, ტოლფორდიც სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ვის თვლით თქვენი გუნდის გამოკვეთილ კონკურენტად?
- "ენერჯისთან" ერთად, პირველ ხუთეულში ( "ენერჯი-ინვესტი", საუ, თსუ, "ბათუმი" შსს) შემავალი გუნდებიდან ყველას აქვს ფინალში გასვლის შანსი. ჩვენი გუნდის ფინალში გასვლის შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ვის შევხვდებით, რადგან ნებისმიერი მათგანის წინააღმდეგ, ძნელი მატჩების ჩატარება მოგვიწევს.


როლანდ ლაბუჩიძე
"მსოფლიო სპორტი"
მსოფლიოს ჩემპიონი მრავალჭიდში ჰოდა, მეც ვეცდები, დღეს უფრო მეტად, სპორტზე ვილაპარაკო... მოკლედ, თუ რუსეთმა ომი არ დაიწყო ან თუ ახალი ხიდი არ გაიხსნა ფეხით მოსიარულეთათვის, ერთი თვე "ვგულაობთ"!..
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"