საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა, იმ 22 ფეხბურთელის ვინაობა დააკონკრეტა, რომლებსაც იგი თურქულ შეკრებაზე 10-დან 25 მარტამდე იახლებს.
მეკარეები: გიორგი ნადირაძე (“დინამო”, თბილისი), გიორგი გუჩაშვილი (“დინამოს” აკადემია), გიორგი აზნიაშვილი (“გაგრა”);
მცველები: მალხაზ მაჭუტაძე (“ოლიმპიკი”, თბილისი), ბაქარ მირცხულავა (“ბენფიკა”, პორტუგალია), ავთანდილ ბრაჭული (“არაგვი”, დუშეთი), საბა კვირკველია (თენგიზ სულაქველიძის აკადემია), ნიკა კვეკვესკირი (“ბაია”, ზუგდიდი), დავით კუბლაშვილი (“ოლიმპიკი”), ირაკლი ხუჭუა (“დინამოს” აკადემია), მინდია ფუტკარაძე (ბათუმი);
ნახევარმცველები: ზვიად სიხარულია (“ბაია”), ლევან ელიზბარაშვილი (“ნორჩი დინამოელი”, თბილისი), გეგა დიასამიძე (“ოდიაში”, პორტუგალია), ლადო ბიწაძე (“იბერია”, თბილისი), ლაშა ჩაფიძე (“ნორჩი დინამოელი”), ნოშრევან ჯიშკარიანი (“გაგრა”), როსტომ გეწაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მჭედლიშვილი (თენგიზ სულაქველიძის აკადემია);
თავდამსხმელები: ირაკლი კუჭუხიძე (მარტვილი), ტარიელ რუხაია (“ვიტ ჯორჯია”, თბილისი), გიორგი შარაშენიძე (“დიორი”, უნგრეთი).
ქართული დელეგაცია კურორტ სიდეში მდებარე სასტუმრო “ემირხან ცენტრში” დაბინავდება. 19-წლამდელთა თავკაცის თქმით, ქართველი ახალგაზრდები შეკრებაზე გასამართ სამივე საკონტროლო მატჩს შვეიცარიის დაბალი ლიგის გუნდებთან ითამაშებენ: 16 მარტს - “უზენდორფთან”, 20 მარტს - “ვესენდაგენთან”, 24 მარტს - “გეინფენდენთან”.
”მსოფლიო სპორტი”
10:02 / 09-03-2010
გუცაევის 22






















