მიზანოს ტრასაზე გამართული სან მარინოს გრან-პრი ტრაგიკული აღმოჩნდა 19 წლის იაპონელ შოია ტომიზავასთვის. მოტოგრან-პრი 2-ში მოასპარეზე "ტექნომაგის" წევრი მოტოციკლიდან გადავარდა და ტრასაზე ზურგით დაეცა, რის შემდეგაც მის უკან მომავალმა ორმა მრბოლელმა გადაუარა. ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა - უახლოესი კლინიკის ექიმებმა იაპონელის მოტომრბოლის გადარჩენა ვერ შეძლეს. ავარიის დროს კიდევ ორი პილოტი - ალექს დე ანჯელისი და სკოტ რედინგი დაზარალდნენ, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იხილეთ ვიდეო
იხილეთ დაწვრილებით
19:20 / 07-09-2010
სასიკვდილო კატასტროფა სან-მარინოს გრანპრიზე






















