23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 06:09
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:59 / 06-09-2010
ავღანეთში 28 წლის ქართველი ოფიცერი მუხრან შუკვანი დაიღუპა
ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად 28 წლის ქართველი ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაიღუპა.
ამის შესახებ, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე არსენ ცუხიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ამავე ბატალიონის კაპრალმა, 25 წლის ალექსანდრე გითოლენდიამ ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა გარდაცვლილი ოფიცრის გადმოსვენება რაც შეიძლება მალე მოხდეს. მისივე თქმით, გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი კანონით დადგენილ სოციალურ დახმარებას მიიღებს.

ხარშილაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ასევე ყველაფერს გააკეთებს დაჭრილი კაპრალის ჯანმრთელობის მაქსიმალური რეაბილიტაციისთვის. "ეს არის რთული სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ქართველი სამხედროები პირნათლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას", - დასძინა ნოდარ ხარშილაძემ.
უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი მონაწილეობდა ასევე ერაყის სამშვიდობო მისიაში. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მესამე ხარისხის უწყებრივი მედალი შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისათვის.

რაც შეეხება დაჭრილ კაპრალს, ალექსანდრე გითოლენდიას, იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობს.

"ინტერპრესნიუსი"
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"