აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს იმ რაიონებიდან, რომლებსაც ქარიშხალი "ერლი" უახლოვდება, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროს ერთ-ერთი კუნძულის მოსახლეობა უკვე მთლიანად გაიხიზნა. ხელისუფლება ტურისტებს ამ მხარის დატოვებას სასწრაფოდ სთხოვს.
"ერლის" ცენტრში ქარის სიჩქარე 215 კმ/სთ-ს აღწევს და მისი საშიშროება მეოთხე ხარისხით განისაზღვრა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგანგებო სიტუაციების ფედერალურ სააგენტოს მოვლენათა უარესი განვითარებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.
ქარიშხლის გადაადგილებას სანაპიროს დანარჩენი რაიონების ხელისუფლებაც გულისყურით ადევნებს თვალს. გამორიცხული არაა, "ერლმა" ჩრდილოეთ შტატებს უახლოეს 2 დღეში უწიოს.
ამ ქარიშხალს "კუდში" ჯერ ტროპიკული შტორმი "ფიონა", შემდეგ კი "გასტონი" მოჰყვებიან. ბოლო 11 დღის განმავლობაში ატლანტიკის ოკეანეში უკვე ოთხი ტროპიკული შტორმი წარმოიქმნა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
10:44 / 02-09-2010
აშშ-ში ქარიშხალ "ერლის" მოახლოებასთან დაკავშირებით ევაკუაცია დაიწყო






















