პროფკავშირების საპროტესტო აქციაში, რომლებიც ეკონომიკის სფეროში ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკას აკრიტიკებდნენ, პოლიციის შეფასებით, 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილოებდა. აქციის დროს მემარცხენე ორგანიზაციის წარმომადგენელ ასობით შენიღბულ აქტივისტსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არეულობა იმის გამო დაიწყო, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე პოლიციელი მოტოციკლიდან ჩამოაგდეს.
პოლიციამ წესრიგის აღსადგენად ცრემლმდენი აირი გამოიყენა. პარლამენტის წინ მთელ ქუჩა კვამლში იყო გახვეული.
პოლიციის მონაცემებით, არეულობის ათობით მონაწილე დაკავებულია. დაშავებულია ორი პოლიციელი.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
19:06 / 11-03-2010
გაფიცვის დროს ათენში მასობრივი არეულობა მოხდა






















