კოსტავას ქუჩაზე წყლის მილის დაზიანება ელექტროსისტემაში მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ელექტროსისტემაში მომხდარი დაზიანების გამო, 03:00 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა წყლის საგურამოს სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის შეწყვეტამ სათავე ნაგებობისა და სატუმბო სადგურების გაჩერება გამოიწვია. შედეგად, დაიცალა წყალსადენის მაგისტრალური ქსელები და დაირღვა ჰიდრავლიკური რეჟიმები.
შექმნილმა ავარიულმა სიტუაციამ, 06:00 საათზე გამოიწვია კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი 600 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის დაზიანება.
დაზიანების გამო წყალმომარაგება შეეზღუდა კოსტავას ქუჩა # 45-ს, თაბუკაშვილის, ბროსეს, ჯამბულის, ყავლაშვილის, ერეკლე II-ს, სიონის, ნაკაშიძის, ნიშნიანიძის, ლესელიძის, ვერცხლის, დიუმას და მათ მიმდებარე ქუჩებს და სასტუმრო “ვარაზს”.
ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საავარიო ბრიგადები დილის 06:30 საათიდან აწარმოებენ. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ქუჩებს წყალმომარაგება 24:00 საათისთვის აღუდგება.
"ინტერპრესნიუსი"
12:33 / 10-03-2010
კოსტავას ქუჩაზე წყლის მილის დაზიანება ელექტროსისტემაში მომხდარმა ავარიამ გამოიწვია






















