რუსეთის საგარეო უწყება შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, რუსეთიდან ჩასული სამსულიანი ოჯახის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია Positive Action in Housing-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, 40 წელს მიტანებული ცოლ-ქმარი და მათი 20 წლის ვაჟი რედ-როუდზე მდებარე 31-სართულიანი სახლის მე-15 სართულიდან გადმოხტნენ.
ოჯახის ამგვარი ქმედების ძირითად ვერსიად დეპორტაციის შესახებ მიღებული ცნობა სახელდება. ცნობილია, რომ ოჯახი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. მეზობლების თქმით, ოჯახის უფროსს ეშინოდა, რომ სამშობლოში გაასახლებდნენ, სადაც მას ხელისუფლების მხრიდან გარდაუვალი სიკვდილი ელოდა. უფრო მეტიც, იგი აცხადებდა, რომ დეპორტაციის შემთხვევაში თავს მოიკლავდა.
როგორც ირკვევა, 43 წლის ოჯახის უფროსი სერგეი სერიხი ფსიქიკურად დაავადებული იყო. უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დარწმუნებული იყო, რომ დედოფალ ელისაბედ მეორეს წინააღმდეგ შეთქმულება გახსნა.
როგორც ”რია ნოვოსტის” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოწმდება ინფორმაცია იმის შესახებ, იყვნენ თუ არა დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები, რადგან ჯერ არავინ იცის, მათი ეროვნება.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
14:29 / 09-03-2010
ტრაგედია შოტლანდიაში






















