გასულ კვირას უგანდაში, ელტონის მთაზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, 83 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.
საშიშროება კვლავ არსებობს, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მთიან რაიონებში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, - განაცხადა ქვეყნის განსაკუთრებულ სიტუაციათა მინისტრმა მუსა ეკვერუმ.
”ქვეყანაში განგაშია. კატასტროფის მიზეზი კი მაღალმთიან რეგიონებში ხეების უკანონო ჭრა გახდა”, - აღნიშნა მინისტრმა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
13:10 / 09-03-2010
ათასობით უგანდელი საფრთხის წინაშეა






















