23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 05:54
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:13 / 08-03-2010
ერთ-ერთი ვერსიით, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი აფეთქება ჩეჩნურ ოჯახს უკავშირდება
მეზობლები მას “ზონას” სახელით იცნობენ, თუმცა, არსებული ინფორმაციით, პასპორტის მიხედვით მისი სახელი და გვარია რუსლან პაპასკირი.

მისი დაკითხვა ვაჟა-ფშაველას 47 ნომერში ამ წუთებში მიმდინარეობს.  მეზობლების გადმოცემით, ნაღმის აფეთქების დროს მას ნამსხვრევი მოხვდა და ფეხშია დაჭრილი.  ახალგაზრდა რესპუბლიკური საავადმყოფოდან წუხელვე გაწერეს და სახლში მკურნალობს.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ნონა ჭეიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საკუთარი თვალით დაინახა, რომ აფეთქება ჩეჩენი ეროვნების მამაკაცის სადარბაზოში შესვლიდან რამდენიმე წამში მოხდა.

“წუხელ, დაახლოებით, 24:00 საათზე, მეგობრებს ველოდებოდი და სადარბაზოში, მეოთხე სართულზე ფანჯარასთან ვიდექი. დავინახე “მერსედესის” მარკის ავტომანქანა როგორ გაჩერდა, სადაც ორი მამაკაცი იმყოფებოდა, საჭესთან  კი, ჩეჩენი იჯდა. გადმოვიდნენ, შევიდნენ სადარბაზოში და აფეთქება რამდენიმე წამში მომენტალურად მოხდა. ირგვლივ არავინ იმყოფებოდა, აფეთქება ალბათ  უთვალთვალებდნენ და დისტანციური პულტის გამოყენებით მოხდა. შემდეგ გავიგე, თითქოს მისი ლიკვიდაცია უნდოდათ. მე არ ვიცნობ ამ ოჯახს. ერთი თვეა, ამ მისამართზე გადმოვედით”, - განაცხადა ნონა ჭეიშვილმა და აღნიშნა, რომ ჩეჩენს ნაღმის ნამსხვრევი მოხვდა, საავადმყოფოში კი, იმ მამაკაცმა წაიყვანა, რომელიც  ახლდა.

კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, ჩეჩენი ეროვნების ოჯახს ბინა ნაქირავები აქვს და 5 წელია, აქ ცხოვრობენ. ისინი ბინის შესყიდვასაც გეგმავდნენ. “ზონას” ძმა მეზობელ კორპუსში ცხოვრობს.

მეზობლები ოჯახს დადებითად ახასიათებენ. მათი ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა აქვთ და წყნარი ოჯახია. რაც შეეხება მათ საქმიანობას, მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ავტომანქანებს ხშირად იცვლის, ავტომანქანებით ვაჭრობს. მისი მეუღლე კი, ოქროს სამკაულების ბიზნესით არის დაკავებული და ჩეჩენი ეროვნების ქალებს თავისი ოქროს ბირჟა აქვთ.

ამასთან, ამ წუთებში კორპუსთან განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. გამნაღმველები შემთხვევის ადგილთან მიახლოების უფლებას არავის აძლევენ და განმარტავენ, რომ ეს სახიფათოა.

"ინტერპრესნიუსი"
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"