ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მომხდარის დეტალები ამ დრომდე უცნობია.
“უცნობია, რა აფეთქდა, ვინ ააფეთქა ან რატომ. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ახალი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა.
თბილისში, ვაჟა-ფშაველას #47-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან აფეთქება წუხელ, დაახლოებით, 24.00 საათზე მოხდა.
აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები, ჩაიმსხვრა მინები. დაზიანდა იქვე მდგარი რამდენიმე ავტომანქანაც. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა რამდენიმე კილომეტრში ისმოდა.
"ინტერპრესნიუსი"
12:35 / 08-03-2010
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი აფეთქების ოფიციალური დეტალები ამ დრომდე უცნობია






















