თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. 70-მა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაავადება მიიღო.ნანგრევების ქვეშ მრავალი ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებთურქული ინტერნეტგამოცემები იტყობინებიან.
სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 8 მარტს, გამთენიისას, ადგილობრივი დროით 4.32 საათზე მომხდარი მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ ბინგელიდან დასავლეთით, 45 კილომეტრში.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში მიწისძვრა თითქმის ყოველ წელს ფიქსირდება. ბოლო ბიძგები 2009 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, ქალაქ ახლატის სამხრეთით და მაშინ მაგნიტუდამ 5 ბალი შეადგინა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.
18:17 / 08-03-2010
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთ რიცხვი იზრდება






















