ქუთაისში, სოლომონ პირველის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში პოლიციამ 32 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვა.
მამაკაცს მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები, გადატეხილი აქვს ხერხემალი და მოჭრილი აქვს მარჯვენა ფეხი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულს მარჯვენა კიდურში პლატინა ჰქონდა ჩადებული და მკვლელობა სწორედ ამ ძვირფასი ლითონის მითვისების მიზნით მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ბაღდათში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა, რომლის ვინაობა ჯერ არ სახელდება.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.
"ინტერპრესნიუსი"
16:17 / 06-03-2010
ქუთაისში პოლიციამ 32 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვა






















