ბეთქილ შუკვანი - ლონდონიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე

ბეთქილ შუკვანი - ლონდონიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე

ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის განცხადებით, ოლიმპიური სოფლიდან საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრმა გია უდესიანმა მასთან შეხვედრა გადაწყვიტა.

როგორც შუკვანმა დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ოლიმპიადაზე მე მივდიოდი, არ შეეძლოთ რაიმე შეეცვალათ და სხვა წაეყვანათ. 22 ივლისს შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, გადავიღე მასთან სურათები და ვუთხარი, რომ ვდგავარ თქვენს გვერდით, დიდი სიმპათიები მაქვს თქვენს მიმართ და ვარ ქართველ ერთან ერთად-მეთქი", - განაცხადა ძიუდოისტმა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა. შუკვანის ცნობით, აეროპორტში, ოლიმპიადაზე გამგზავრებისას, ქართული დელეგაციის წევრებმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართეს.

"ფსიქოლოგიურად მომშალეს. ვეცადე, რომ ფსიქოლოგიურად მაგრად ვყოფილიყავი. გამომივიდა კიდაც და კარგ ფორმაში ვიყავი", - გაანცხადა შუკვანმა.

ძიუდოისტმა ოლიმპიადაზე ასპარეზობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 12 წელი სპორტშია და მსგავსი მსაჯობა არ ახსოვს. შუკვანის თქმით, მან არაობიექტურ მსაჯობაზე რეაგირებისთვის მიმართა სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილს, თუმცა მან პასუხი საერთოდ არ გასცა.

შუკვანის განცხადებით, ოლიმპიური სოფლის დატოვება და საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრთხე იგრძნო და ნასვამმა უდესიანმა მასთან შეხვედრა მოინდომა.

"მირჩიეს, რომ არ შევხვედროდი და ამიტომ გამოვერიდე იქაურობას. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში და მას ვთხოვე დახმარება ბილეთის აღებაში. მან დამიჯავშნა ბილეთი, მითხრა მისამართი, სად უნდა მივსულიყავი და წამოვედი", - განაცხადა უდესიანმა.

იხილეთ ვიდეო: სკანდალი ოლიმპიურ გუნდში: ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან გამოიქცა

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე - "მაია ფანჯიკიძე - ბეთქილ შუკვანზე ლადო ვარძელაშვილისა და გია უდესიანის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"