ომარ ნაფეტვარიძე: "ტაძარი კლასიკური ფორმისა იქნება"

ომარ ნაფეტვარიძე: "ტაძარი კლასიკური ფორმისა იქნება"

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზე მისი პროექტის ავტორი და მთავარი არქიტექტორი ომარ ნაფეტვარიძე გვესაუბრება:

- ტაძარი, რომელიც მახათას მთაზე აიგება, კლასიკური ფორმისა იქნება, როგორც სხვა დიდი ქართული ტაძრები, ცენტრალური გუმბათით... ამ ტაძრებს სილუეტი თითქოს ერთნაირი აქვთ, მაგრამ ყველა თვითმყოფადი, თავისებურია. ამ ტაძარს სხვებისგან გუმბათქვეშა სივრციდან გუმბათზე საინტერესო გადასვლა, ინტერიერი გამოარჩევს.

- რა მასალისგან აშენდება ტაძარი?

- ძირითადი მზიდი კონსტრუქციები, თაღები და გუმბათის ყელი რკინა-ბეტონისა იქნება, ხოლო კონსტრუქციებს შორის სივრცე აგურით შეივსება. ტაძარი მოპირკეთდება ბოლნისის ტუფით, მისი ქვედა ნაწილი, ცოკოლი კი ყაზბეგის ქვისგან დამზადდება, რომელიც ძალზე ლამაზია - მწვანე ფერის, ყვითლად დაძარღვული და ტუფის ფერსაც კარგად ეხამება; ტაძრის სახურავი მოეწყობა სპილენძის ფურცლებით, რომელსაც ლორფინის ტრადიციული ფორმა ექნება და ძალზე გამძლე და მსუბუქია.

- როდის დასრულდება ტაძრის მშენებლობა?

- თუ სახსარი, საშუალება იქნება, თვით ტაძრის მშენებლობა ორწელიწად-ნახევარში დასრულდება.

მთელი ტერიტორიის კეთილმოწყობას, ცხადია, გარკვეული დრო დასჭირდება, ისევე როგორც ტაძრის შიდა სამუშაოებს, მოხატვას.

იხილეთ ვიდეო: მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას საძირკველი ჩაეყარა

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"