22 მაისი 2012 სამშაბათი - 20:15
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:10 / 08-09-2010
”პრეზიდენტის კარის” იღბლიანი გოგონები
სააგენტოებმა რამდენიმე დღის წინ არცთუ დაუჯერებელი ამბავი გვამცნეს, - ნიკა რურუას ნაცვლად კულტურის მინისტრად სოფო ნიჟარაძე ინიშნებაო. ამას დიდად უკვე აღარავინ გაუკვირვებია. ბარის მაგიდაზე შემომხტარი ვერას გამინისტრების შემდეგ ვიღას გააკვირვებენ?! თანაც ყველამ ვიცით, სოფო ნიჟარაძის მზე ახლა მზეობს. ჰოკეისტ პაველ ბურესთან განშორება ქართველ მომღერალს ხეირად ექცა, სამშობლოში დაბრუნდა და პრეზიდენტის გულიც მოინადირა.

თუ ლევან ბერძენიშვილს დავუჯერებთ, ამ ქალბატონმა პრეზიდენტის კარზე კარგა ხანია მინისტრობაზე უკეთეს თანამდებობასაც გამოჰკრა ხელი. საქართველოს პრეზიდენტი მომხიბვლელ მომღერალს ავი თვალისაგან დაუფარავად სწყალობს და რატომ უნდა დაენანოს ფავორიტისთვის კულტურის მინისტრობა, რომელმაც უკვე არაერთ მსოფლიო დონის ვარსკვლავთან იმღერა (მართალია, პრეზიდენტის წყალობის გამო, მაგრამ ხომ იმღერა), თანაც სოფო ნიჟარაძეს ჩინოვნიკური სამსახურის სტაჟიც აქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ასე რომ, ნიკა რურუას მტკიცება, ეს სულელური ინფორმაციააო, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს სულელური.

ასეა, ზოგისთვის პრეზიდენტის წყალობა მზის სხივივით არის, ყინვიან ზამთარში გაგათბობს და გაგალღობს, მაგრამ ეგ არის, ქვეყნის პირველ პირს მობეზრება სჩვევია. ფავორიტებს ხშირად, უხეშად რომ ვთქვათ, ხელთათმანებივით იცვლის, მაგრამ პრეზიდენტის თუნდაც ხანმოკლე დროით ფავორიტობაც დიდი ცდუნებაა ხომ, გოგოებო?!

მიხეილ სააკაშვილთან ერთად თვითმფრინავით ფრენა ნინო კალანდაძეს ქალურ ბედნიერებად მოუტრიალდა. ნაციონალების ახალი სახე პარლამენტში მოხვდა და მოცალეობის ჟამს პრეზიდენტს ჩოგბურთს ეთამაშებოდა. მერე რა, რომ გერმანიაში მიღებული განათლების დამადასტურებელი საბუთი ვერ წარმოადგინა, კალანდაძეს პრეზიდენტთან თამაში დაუფასდა და დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

გაპრეზიდენტების მერე სააკაშვილმა პირველი არხის ჟურნალისტ ალანა გაგლოევას დაადგა თვალი და პრესსამსახურის უფროსად დანიშნა. მართალია, ალანას ძველი სტატუსი აღარ აქვს, მაგრამ ისევ პრეზიდენტის სიახლოვეს, მის ადმინისტრაციაშია.

პატრიოტული მოტივაციით გაშიშვლება დაუფასდა მომღერალ ნინა წკრიალაშვილს. ქართული დროშის ბიუსტჰალტერად მორგება წკრიალაშვილისთვის ის ოქროს მიგნება აღმოჩნდა, რამაც კულტურის სამინისტროს კულტურულ ღონისძიებათა ხელმძღვანელის პოსტისკენ გაუკვალა გზა.

აბა, რომელ ქვეყანას ჰყავს ხათუნა კალმახელიძესავით სექსუალური გარეგნობის ციხეების უფროსი? რა მოხდენილია, ქალური და ნაზი. ციხე და ეს ქალიო?! - აღმოხდება ბევრ მის შემხედვარეს, მაგრამ ციხეების მართვა რა ბედენაა, როდესაც ზურგზე პრეზიდენტის რკინის ხელს გრძნობ.

ანცი, "შუშპარა და მჩქეფარე" ვერონიკა ქობალია პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო აღმოჩენაა. როგორც ამბობენ, ვერონიკას მინისტრის სავარძელი კანადაში პრეზიდენტთან ერთად მოლხენამ მოუტანა.

შეხედავ ამ სექსუალურ, ტუჩებგაბუტულ ქალბატონებს და იფიქრებ, რომ მათი ადგილი სახელმწიფო სამსახურში კი არა, შოუბიზნესშია... მაგრამ, როდესაც ჩვენი ყოფა დიდ შოუდ იქცა, ხელისუფლება კი ერთი კაცია, თავი უნდა დავაჯეროთ, რომ ეს "იღბლიანი ქალბატონები" სწორედ იქ მოხვდნენ, სადაც მათი ადგილი იყო.

მარი ზანდუკელი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"