22 მაისი 2012 სამშაბათი - 20:07
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:10 / 04-09-2010
"ეს ეროვნული გამოცდები აბიტურიენტის ცოდნას არ ამოწმებს"
განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სიმონ ჯანაშია გვესაუბრება:


- ახლახან დამთავრებულ ეროვნულ გამოცდებს, რომელზეც 10 ათასმა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა "ძალზე დამაფიქრებელი" უწოდა. განსაკუთრებით არასახარბიელო შედეგი იყო საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ საგნებში...
- წლევანდელი გამოცდების შედეგი, მოსწავლეთა ცოდნის და არა - წარმატების თვალსაზრისით, გასული წლის შედეგისგან არაფრით განსხვავდება, ანუ იმავე ცოდნით, წელს გაცილებით მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა. უცვლელი დარჩა სახელმძღვანელოები, სასწავლო გეგმა, მასწავლებლები, სკოლების ინფრასტრუქტურა. თუმცა, წელს მეოთხე სავალდებულო საგანი ყველა აბიტურიენტმა ჩააბარა; ასევე შეიცვალა ამ საგნებში ჩატარებული გამოცდის ფორმატი.

100-ქულიანი ტესტი მათემატიკაში 55 ქულით შეიცვალა, შედეგად კი ყველაზე მეტი ახალგაზრდა სწორედ მათემატიკაში ჩაიჭრა. საქმე ის არის, რომ წლევანდელ გამოცდაზე საშუალო ქულების მაჩვენებელი გაუმჯობესდა საბუნებისმეტყველო საგნებში, პრობლემა გვაქვს ფიზიკაში, სადაც ჩაჭრილთა პროცენტული მაჩვენებელი გაუარესდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ 33 ათასი აბიტურიენტიდან ფიზიკა 85-მა ჩააბარა, ასე რომ, მხოლოდ ამ გამოცდების საფუძველზე ვერ ვიტყვით, იციან თუ არა ფიზიკა ჩვენმა სკოლადამთავრებულებმა.

- ანუ, თქვენი აზრით, წლევანდელმა ეროვნულმა გამოცდებმა არ აჩვენა ის, რომ სკოლებში სწავლების ხარისხი გაუარესდა?
- არანაირად. როგორ გავიგებთ, იცის თუ არა მათემატიკა იმ ახალგაზრდამ, რომელმაც მეოთხე საგნად ქართული ლიტერატურა აირჩია? ამ გამოცდებზე დაყრდნობით, დასკვნების გამოტანა, აბსურდია. თვითონ გამოცდების მიმდინარეობაზე კი შეიძლება დასკვნის გამოტანა. სავალდებულო მეოთხე გამოცდის დანიშვნისას, მაია მიმინოშვილს, განათლების იმჟამინდელ მინისტრ ნიკა გვარამიას და რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორს ასეთი არგუმენტი ჰქონდათ: თუ დაინიშნება მეტი გამოცდა, ახალგაზრდები უკეთ მოემზადებიან. საინტერესოა, სად გაქრა ეს არგუმენტი? მეოთხე გამოცდის შემოღებით სწავლების დონე, ხარისხი ვერ ამაღლდება, რეპეტიტორებმა კი იხეირეს.

- მაგრამ ფაქტია, რომ განათლების სისტემაში ყოველწლიურად ექსპერიმენტების ახალი ტალღა იწყება: 9 გამოსაშვები გამოცდა, ტრიმესტრების გაუქმება, ახალი სახელმძღვანელოებისა და საგნების, მათ შორის, სამხედრო-პატრიოტული სწავლებისა თუ ცეკვის გაკვეთილების შემოღება. გამართლებულია ასეთი მიდგომა?
- მომავალი წლიდან არაერთი სიახლე იგეგმება, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ დანერგილი ნოვაციები არ არის ბოლომდე მიყვანილი. საგნების რიცხვის ზრდა ეწინააღმდეგება იმ სასწავლო გეგმას, რომელიც აქამდე იყო შემუშავებული, რაც საგნების უფრო ზედაპირულ სწავლებამდე მიგვიყვანს. არც მანდატურების შეყვანა შეამცირებს ძალადობას სკოლებში, ესეც ფულის ფუჭად გადაყრაა. ვერც პირველკლასელებისთვის კომპიუტერების გადაცემა გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს. ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას, პრეზიდენტის ინიციატივით 9 გამოსაშვები გამოცდის შემოღებაზე, რადგან სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეს სწავლების ხარისხს ვერ გააუმჯობესებს.

- როგორია თქვენი აზრი ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანაზე საქართველოში, რასაც პრეზიდენტმა ახლახან ქვეყნის მოდერნიზაციის გზა უწოდა?
- ახალ ინიციატივებზე მეტი ფული იხარჯება, ვიდრე 12 წლის განმავლობაში უნდა დახარჯულიყო საგანმანათლებლო რეფორმაზე, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. ამ პროგრამის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოში ათასი მასწავლებელი ჩამოვა, პრეზიდენტი კი 10 ათას პედაგოგზე საუბრობს. ეს პროგრამა არც რაიმე საგანმანათლებლო პროდუქტს შექმნის და არც მასწავლებელთა კვალიფიკაციას აამაღლებს. 650 ათას ქართველ მოსწავლეს ათასი მასწავლებელი ასწავლის ინგლისურს?

ამასთანავე, ამ ადამიანების უმრავლესობა პედაგოგი არ არის. ისინი ჩამოდიან არა მხოლოდ აშშ-დან და ბრიტანეთიდან, არამედ ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, ზელანდიური ინგლისური კი ძალიან განსხვავდება ბრიტანული ინგლისურისგან. განა ჩვენს მასწავლებლებს არ შეუძლიათ მოსწავლეებს უკეთესად ასწავლონ? ამ პროგრამაზე ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელმა მითხრა, რომ მასში ვერ ჩაერთვებიან, რადგან საჭიროების შემთხვევაში ადამიანების ევაკუაციის საშუალება არ ექნებათ. ამ პროგრამით არც იმ ოჯახებს უხდიან ფულს, ვინც უცხოელებს მიიღებს. რა დაინტერესება უნდა ჰქონდეთ მათ? და რაც მთავარია, თითოეული ამ მასწავლებლის სტიპენდია თვეში 500 ლარია, ანუ ამ ათასი პედაგოგის ანაზღაურება წელიწადში 6 მილიონ ლარს მიაღწევს, გარდა ამისა, მათ საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ბიუჯეტი მგზავრობისა და დასვენების ხარჯებსაც უნაზღაურებს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"