22 მაისი 2012 სამშაბათი - 19:58
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:06 / 11-03-2010
"გიო ხუციშვილი ვიყავი, მამაჩემის შვილი და ვიცოდი, უკადრისი არაფერი უნდა ჩამედინა"
მუდამ სიყვარულს უმღერის და ამ სიმღერაში სულსა და გულს დებს. თურმე, მის სიმღერას ბევრი წყვილი შეუხვედრებია და დაუოჯახებია კიდეც. ალბათ, ამიტომაცაა, რომ პირადად არც იცნობენ, მაგრამ მაინც უყვართ.

ამბობს, - საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შუაღამისას მარტოც რომ წავიდე, არ შემეშინდება. ვინც უნდა გამაჩეროს, დაველაპარაკები - ისიც მიცნობს და მეც, მანაც იცის, რომ მიყვარს, ჩემიანია და მეც ვიცი, რომ ვუყვარვარ. ამიტომ ხალხს, რომელსაც ასე ვუყვარვარ და ქვეყანას, სადაც ვცხოვრობ, ვერასდროს ვუღალატებო. დღეს რუბრიკის სტუმარია მომღერალი გიო ხუციშვილი:

- ისეთი ცხოვრება მოვიდა, ძალიან გართულდა სიმართლის თქმა. ადამიანები ერთს ფიქრობენ და სხვას ამბობენ. ვერავის განვსჯი, მაგრამ მე თავიდანვე სიმართლის თქმა ავირჩიე. ბევრს შეიძლება ეს ემწარება კიდეც, მაგრამ სიმართლე მაინც ყველაფერს სჯობს და ჩემს შვილებსაც ყოველთვის ამას ვურჩევ.

სამაგიეროდ, ვიცი, რომ კარგად დამეძინება და გამეღვიძება, ადამიანებთანაც პირნათელი ვიქნები. პოლიტიკური სვლების არაფერი გამეგება, - ეს საჭადრაკო სვლებს მაგონებს, მე კი ჭადრაკის თამაში კარგად არ ვიცი და პარტიას წავაგებ, - ამიტომ არც ამ სვლებს გავაკეთებ და არც პოლიტიკურ განცხადებებს, ვერც ვინმეს დავუწყებ ჭკუის სწავლებას - ხანდახან თვითონ მაქვს ბევრი რამ სასწავლი. ვერც ჩემს უდიდეს "მტერს" შევეგუები - ნარკოტიკსა და რუსეთის ჯარს, რომლებმაც 1990-იან წლებში მეგობრები დამიხოცეს. "რუსულში" მხოლოდ და მხოლოდ იმ "მონსტრს" ვგულისხმობ, 1937 წელსაც რომ არსებობდა, 1990-იან წლებშიც და დღესაც, თორემ რუსულ კულტურას ახლაც დიდ პატივს ვცემ... 

- როგორ დაიმკვიდრეთ თავი ცხოვრებაში და როგორ გახდით "პოპულარული გიო ხუციშვილი"?
- რაც მაქვს დღეს, ძალიან რთულად მივიღე. მართალია ტკბილად ვცხოვრობდით, თუმცა ამ სიტკბოს ქვეცნობიერად ყოველთვის თან სდევდა ჩემი ოჯახის ტრაგედია - ბაბუა 1937 წელს დახვრიტეს, ბებია ციმბირში გადაასახლეს, არც ჩემს ინტელიგენტ ნათესავებს დასდგომიათ კარგი დღე და 3 წლის დედაჩემი ობლად დარჩა... მამის ნათესავები კი მშრომელთა წრიდან იყვნენ, ამიტომ რეპრესიებიც არ შეხებიათ.  ლაღი და უდარდელი ბავშვობა მქონდა, მამა თანამდებობებზე მუშაობდა, მანქანაც კი გვემსახურებოდა. მერე თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე, თითქოს ბევრი საინტერესო მელოდა წინ, მაგრამ ძალიან მალე მარტო აღმოვჩნდი ცხოვრების პირისპირ - 18 წლისას მამა გარდამეცვალა.

ფული არ მქონდა და სამსახური, ისიც კი არ ვიცოდი, დაზიანებული ონკანი როგორ შემეკეთებინა და წამში ჩემი რომანტიკა ყოფით პრობლემებზე ზრუნვამ შეცვალა. ცხოვრებამ მგლური წესები გამომიმუშავა: ოჯახის სარჩენად სამუშაოს არ ვთაკილობდი, დილის 6 საათზე პურსაც კი ვაბარებდი სხვა უბნის მაღაზიას. თუმცა ახალგაზრდობაში შეიძლება შეცდომებიც დავუშვი, ერთხანს ბოჰემურმა ცხოვრებამაც გამიტაცა - გიტარა, ქეიფი, დროს ტარება... ჩემი თაობის დიდი ნაწილი დაღუპა ამან - რეალობას გაქცეულები ნარკოტიკსა და სასმელს მიეძალნენ...

- თქვენ რამ შეგაფხიზლათ?
- გზაჯვარედინზე მყოფი, ბევრჯერ გადავრჩი ღვთის წყალობით - თითქოს ყოველი განსაცდელის დადგომისას ვიღაც მკარნახობდა, რომ შევფხიზლებულიყავი. ამბიციურიც არასდროს ვყოფილვარ, მით უმეტეს, როცა ჩემს შვილს შიოდა, უკან არაფერზე ვიხევდი - პირველი ცოლი - ლელა 19 წლისამ შევირთე და როცა გავცილდი, მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა და არა მარტო ბავშვის დაბადებისას თოფის გასროლა ან ლიტრიანი ყანწის დალევა. ოჯახის დანგრევამ ძალიან ამრია, ქუჩაც თავის როლს თამაშობდა - იმხანად კაცობას თითქოს ქუჩაში ყოფნით ვამტკიცებდით. მიხარია, გუდაურში თხილამურებით მოსრიალე ლოყააწითლებულ გოგო-ბიჭებს რომ ვუყურებ - ვხვდები, ნელ-ნელა როგორ ემიჯნება ჯანსაღი ცხოვრების წესი ქუჩურ ცხოვრებას.

აფხაზეთშიც ვიბრძოდი, გაგრაში, მხედრული მამაცობისთვის დამაჯილდოეს კიდეც და იმ ავტომატით არეულ წლებში ბევრი რამის გაკეთებაც შემეძლო, მაგრამ მე ყოველთვის გიო ხუციშვილი ვიყავი, მამაჩემის შვილი, მთელი თბილისი მიცნობდა და ვიცოდი, უკადრისი არაფერი უნდა ჩამედინა. სიკვდილსაც ბევრჯერ ჩავხედე თვალებში, შიშიც იყო და ტკივილიც, მაგრამ იმ საშინელებაში ჩემი იუმორით ბევრი გამიმხნევებია და თუნდაც სულიერად გადამირჩენია. დღესაც კი მზარავს იმ პერიოდის გახსენება და თუმცა ძალიან ძლიერი მეგონა თავი, ომგამოვლილთა "ვიეტნამის სინდრომი" ვერც მე ავიცილე. მაინც ყველაფერი დავძლიე.

ჩემმა დამ კი ამას ვერ გაუძლო, ამერიკაში წავიდა და ახლაც ვაშინგტონში ცხოვრობს. ყოველ ზაფხულს ვსტუმრობთ მას, ისიც ხშირად ჩამოდის და ხომ ხედავთ, გავუძელით. მოქეიფე კაცის შთაბეჭდილებას ვტოვებ, არადა, წლების განმავლობაში სასმელს არც კი ვეკარებოდი. დღემდე ასე ვარ, რადგან იმ წლებმა და ნევროზმა ცუდი სიმთვრალე დამიტოვა, მივხვდი, რომ ვიღაც შევაწუხე, დავღალე თუნდაც ჩემი გაუთავებელი ლაპარაკით ომსა და ბრძოლებზე.

მე ვიპოვე ამ ყველაფერთან გასამკლავებელი ძალა, რადგან მარტო არ ვცხოვრობდი ამქვეყნად - უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა ძალიან ბევრი ჩემთვის საყვარელი ადამიანის, ჩემი მშობლების საფლავების, ჩემი სამი შვილისა და მეუღლის - მაია ჯორჯაძის წინაშე. ერთხანს, მგონი, მაიაც კი გავაგიჟე ჩემი ქარიშხლიანი ცხოვრებით, თუმცა... მივხვდი, რომ თუკი ქალმა ამდენს გაუძლო, კვლავ შინაა და გელოდება, ესე იგი, უყვარხარ. რაკი უყვარხარ, რა უფლება გაქვს, იმ ქალს პატივი არ სცე, არ გაანებივრო და კარგი ცხოვრება არ შესთავაზო? ამიტომ ბევრს ვშრომობ, ბავშვებიც გაიზარდნენ, უფროსები - 26 წლის ნოდარიკო და 22 წლის ელენე გზაზე დგანან, ზუკა 18 წლისაა და სწავლობს.

უკვე შემიძლია თითოეულს ძალიან ვასიამოვნო, თუნდაც - ჩემს ქალიშვილს დაბადების დღეზე საჩუქრად პატარა მანქანა გავუგზავნო და სიურპრიზად ზუკამ მიუყვანოს შინ... მართალია, ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ ფიქრის, სიმღერისა და მუსიკის დროს ყოველთვის ვპოულობ. მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. საბედნიეროდ, მაიკოც ასეთია და ამიტომაც დიდი სულიერი მეგობრობა გვაკავშირებს. შეიძლება, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში, მაგრამ მინდა, ისეთი შვილები დავტოვო ამქვეყნად, ჩემი ქალაქი და ქვეყანა რომ ეყვარებათ.

- ზუკა თითქოს ქართველი საზოგადოების თვალწინ გაიზარდა, ნოდარსა და ელენეზე კი ცოტა რამ ვიცით. მათზე რას გვეტყვით?
- ნოდარიკო ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს, ცოტა ბოჰემურად ცხოვრობს. სპორტიც იტაცებს, ხანდახან ჩხუბიც უყვარს და ცოტა მამწარებს ხოლმე (იცინის). გარეგნობითაც ძალიან მგავს და კარგადაც მღერის. საერთოდ კი, კარგი ადამიანია, კარგი ქართველი, ჭკვიანი და წესიერი კაცი. აქ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რომში მარკეტინგის უმაღლესი კურსი გაიარა.

ელენე სტომატოლოგია და საინტერესო გეგმები აქვს. ზუკაც  წესიერი ბიჭია, კარგად სწავლობს და ჯერჯერობით არ მინდა, სიმღერის გამო მოცდეს. ძალიან ბევრს კითხულობს და თუკი სხვა მშობლები შვილებს კომპიუტერის გამო ეჩხუბებიან, მე კითხვის გამო ვჩხუბობ - ღამის სამ-ოთხ საათამდე კითხულობს და ექიმმა გამაფრთხილა, მხედველობას გაიფუჭებსო.

სამივეს ვასწავლი წინაპრების, მათი საფლავების, ოჯახის, ტრადიციების სიყვარულსა და პატივისცემას. მათ ყველაფერს ვუკეთებ, მაგრამ ღალატსა და არაკაცობას ვერასდროს ვაპატიებ. ეს ყველამ იცის... სრულიად ვერც ბოჰემურ ცხოვრებას ვივიწყებ - გიტარითაც დავდივარ საქეიფოდ და არც სუფრასთან მსუბუქ ფლირტზე ვამბობ უარს.

ეს მაიკომაც იცის, საკმაოდ კარგად მიცნობს და ეგუება (იღიმის)... ხანდახან, სამწუხაროდ, გვიან, მაგრამ რაღაც ასაკში მაინც ხვდები, რომ ღმერთმა გზაზე დაგაყენა და თუ იმ რელსიდან არ გადაუხვევ, მერე კი შენს შვილებსაც დაიყენებ და გაიყოლებ, მერე ისინიც თავიანთ შვილებს გაიყოლებენ, ასე ქვეყანას ააშენებ. ამიტომ სხვაგვარად ცხოვრების უფლება არავის გვაქვს.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"