22 მაისი 2012 სამშაბათი - 19:56
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:32 / 11-03-2010
”კობა ნარჩემაშვილის პარტიაში შესვლას არ ვაპირებ”
ცნობილი საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ლელიკო ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება:- ხელოვნება და პოლიტიკა ორი სრულიად განსხვავებული სამყაროა, დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით. მაგრამ ყველა ტოტალიტარული რეჟიმის მმართველი კულტურის მოღვაწეების მოთვინიერება-დამორჩილებას ცდილობს.

ასეა დღევანდელ საქართველოშიც, ხელოვნების სფეროს უმნიშვნელოვანესი მოვლენები პოლიტიკური მიზანშეწონილობით წყდება, ის ხელოვანები, რომლებიც სააკაშვილის მაამებელთა რიგებში არ არიან, უმალ გარიყულებად, ე.წ. ჩარეცხილებად იქცევიან ხოლმე.

- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ შემდეგი "ჩარეცხილი" დიმიტრი ჯაიანი იქნებოდა... ასეც მოხდა. ისიც თქვით, რობერტ სტურუამდეც აპირებენ მისვლასო...
- დიმა ჯაიანმა კბილებით მოიტანა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრი, მაგრამ თანამდებობიდან აბსურდული ბრალდებით გაათავისუფლეს, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება გახლდათ, მეტი არაფერი. ცხადია, დღევანდელ ხელისუფლებას არც ის უნდა, რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრს რობერტ სტურუა ედგას სათავეში, მაგრამ ფრთხილობენ, მისკენ მიმავალ ბილიკს იკვლევენ.

ვინ უნდა შეცვალოს რობერტ სტურუა? ზოგიერთმა ისიც კი საკამათო გახადა, რომ სტურუა და თემურ ჩხეიძე მსოფლიო დონის რეჟისორები არიან. შევიტყვე, ავთო ვარსიმაშვილს უნდა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობაო, როგორც ამბობენ, კომენტარი ზედმეტია...

ან რას ჰგავდა ის აჟიოტაჟი და, რაც მთავარია, დეზინფორმაცია, რომელიც პაატა ბურჭულაძის მიერ რუსეთში ჩატარებულ საქველმოქმედო კონცერტზე გამოსვლას მოჰყვა?! პაატა ბრწყინვალე პროფესიონალი და თავისუფალი, დაუმორჩილებელი სულის ადამიანია. ხოლო ის, რაც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ხდება, ბარბაროსობაა, ამ რემონტის შემდეგ თეატრს საოპერო დასი აღარ ეყოლება. დასი ორკესტრისა და გუნდის გარეშე წარმოუდგენელია, ისინი, ფაქტობრივად, დაშალეს, აღდგენას კი წლები დასჭირდება.

ზაზა აზმაიფარაშვილი ოპერის ხელმძღვანელობამ ისე გაათავისუფლა მთავარი დირიჟორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან, ამის შესახებ მან კულტურის სამინისტროს ვებგვერდიდან შეიტყო. დარწმუნებული ვარ, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ძირითადად საბალეტო სპექტაკლები დაიდგმება.

- რუსეთში დიდხანს მოღვაწეობდით, იქაურ კულტურულ და პოლიტიკურ ელიტას კარგად იცნობთ. დღეს საზოგადოების წარმომადგენლების კვალდაკვალ, მოსკოვის გზას პოლიტიკოსებიც დაადგნენ, ნინო ბურჯანაძე ვლადიმერ პუტინს ესაუბრა პირისპირ. როგორ ფიქრობთ, გამოიღებს ნაყოფს ეს შეხვედრები?

- ჩემი აზრით, ნინო ბურჯანაძის ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, თუმცა ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ რუსი და ქართველი ხელოვანები. რუსეთის კულტურის ელიტა საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია, სწორედ მათი მეშვეობით უნდა მოხერხდეს ნდობის აღდგენა.

- ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში "თავისუფალი საქართველოსთვის" დაპირისპირებამ იჩინა თავი. ცოტა ხნით ადრე თქვით, თუ პარიზში მყოფი ოქრუაშვილი არ გააქტიურდა, პარტიას დავტოვებო...

- ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, ამ პარტიის რიგები მართლაც დავტოვე. ეს პოლიტიკური ძალა, ფაქტობრივად, ეკა ბესელიას მხრებზე იდგა. დღეს კი ზოგი იქამდეც კი მივიდა, ბესელიასთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს: სახელმწიფოს მიერ საარჩევნო სიების შესამოწმებლად გაცემული ფული უკან რატომ დააბრუნაო! აბა, რა უნდა გაეკეთებინა? რისი შემმოწმებლები არიან, ორი კაცი არ ჰყავთ... ჯერ პარტიის ყრილობა მოიწვიონ, ბესელია გადაირჩიონ და მერე, თუ უნდათ, აიღონ ის ფული. ირაკლი ოქრუაშვილს დღესაც პატივს ვცემ, 2 წლის წინ მის მიერ გადადგმულმა ვაჟკაცურმა ნაბიჯმა ოპოზიციის გააქტიურება განაპირობა, მაგრამ ამჟამად შექმნილი ვითარების გამო, მისი პარტიის წევრი ვეღარ და აღარ ვიქნები.

- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობა ნარჩემაშვილის მიერ შექმნილ პარტიაში აპირებთ გაწევრებას...
- ეს სიცრუეა. კობა ნარჩემაშვილს ერთ-ორჯერ თუ შევხვედრივარ... განსაკუთრებით ტელეკომპანია "იმედის" გასაგონად ვამბობ, რომლის ჟურნალისტებმა ჩემი ნათქვამი უმოწყალოდ დაჩეხეს და დაანაწევრეს, - არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში, მათ შორის, არც კობა ნარჩემაშვილთან შესვლას არ ვაპირებ! ამ დღეებში შედგება არასამთავრობო ორგანიზაციის - "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" პრეზენტაცია, რომლის დროშის ქვეშ, ვფიქრობ, მთელი საზოგადოება, მათ შორის, სხვადასხვა მოძრაობაში გაწევრებული ინტელიგენცია უნდა გაერთიანდეს; ლიდერიც ხალხმა უნდა აირჩიოს და არა ცალკეულმა ორგანიზაციებმა. რაც შეეხება მერის არჩევნებს, 30 მაისს დანიშნული არჩევნებით სააკაშვილის რეჟიმს მხოლოდ დრო გაჰყავს. თბილისის მერობის ერთადერთ ღირსეულ კანდიდატად გოგი თოფაძე მიმაჩნია - საქმისა და სიტყვის კაცი.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"