22 მაისი 2012 სამშაბათი - 19:51
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:54 / 09-03-2010
გიორგი მოსიძე წნევამ შეაწუხა
მშობლების დიდი სურვილისა და მონდომების მიუხედავად, გიორგი მოსიძე პატივსაცემი ექიმი ვერ გახდა. სამკურნალო ფაკულტეტი კი დაამთავრა, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია. მისი კარიერა არაერთ ტელეშოუს ითვლის. ამჟამად "რა, სად, როდის" წამყვანია. მისი საკმაოდ მკაცრი ტონი ხშირ შემთხვევაში ინტელექტუალებს აბნევს, თუმცა ამავე ტონით არ გამოირჩევა ოჯახში.

დამთმობ და მშვიდობიან პოლიტიკას ამჯობინებს ყველასთან ურთიერთობაში. ამბობს, რომ ჭკვიანია და ცდილობს, სხვის შეცდომებზე ისწავლოს.- თქვენი აზრით, გამოცდილება წლებს მოაქვს თუ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს ადამიანი?

- არსებობს ძალიან სწორი გამონათქვამი: "ჭკვიანი ადამიანი სწავლობს სხვის შეცდომებზე, ბრიყვი - საკუთარზე". მეტისმეტად ბრიყვები კი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობენ.

- თქვენ რომელ კატეგორიაში შედიხართ?

- მე პირველ კატეგორიას მივეკუთვნები, ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, სხვის შეცდომებზე ისწავლონ, თუმცა ჩემიც მომსვლია, უშეცდომო არავინაა.

- მშობლები ყოველთვის ჭკუას გვარიგებენ, გვაყვედრიან თავიანთ გამოცდილებას...

- სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ცდილობენ, შვილებისგან შექმნან ის, რაც ვერ გახდნენ თავად. ეს შეცდომაა. მათი შვილები სხვა პიროვნებები არიან, სხვა მისწრაფებები, ცხოვრებისეული ინტერესები აქვთ.

- თქვენ შემთხვევაში რას ცდილობდნენ თქვენი მშობლები?

- ჩემ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც უმრავლეს სხვა შემთხვევაში, მშობლები ფიქრობდნენ, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა გამოვსულიყავი ექიმი, პატიოსანი, პატივსაცემი დიმიტრი გელოვანი. ამ მიმართულებით მიმდინარეობდა ჩემი აღზრდა.

- ვერ გამოხვედით "დიმიტრი გელოვანი"?

- ვერ გამოვედი. აღმოჩნდა, რომ ექიმობა არ ყოფილა ჩემი მისწრაფება, სამწუხაროდ, ამას გვიან მივხვდი, როცა პროფესია შერჩეულიც მქონდა და შესწავლილიც, სამკურნალო ფაკულტეტი დავამთავრე. სამწუხაროდ, მოვხვდი იმ ეპოქაში და იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება არ მომეცა. ახლა უკვე გვიანაა ამ ყველაფრის თავიდან დაწყება. შედარებით ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში ალბათ ვიქნებოდი კინო ან ტელეპროდიუსერი. საქართველოში ამ სფეროს პროფესიონალები თითზე ჩამოსათვლელები არიან და ყველა თვითნასწავლია.

- ე.ი. პროფესიით არასდროს გიმუშავიათ?
- ერთი წელი ინფექციურ საავადმყოფოში ექიმი-ინტერნი ვიყავი.

- გახსოვთ, პირველი ხელფასი რაში დახარჯეთ?
- 1200 კუპონი (იღიმის)? არ მახსოვს, ალბათ ხინკალი ვჭამე. მაშინ ისეთი ხელფასი იყო, იმას ხელფასი არც ერქვა.

- ბევრ ადგილას გიმუშავიათ?
- არც ისე, იყო პირველ არხზე გადაცემები "ტელეკატალოგი", "პლუსი და მინუსი", შემდეგ "რა, სად, როდის", მაშინაც ისეთ ხელფასს ვიღებდი, იმასაც არ ერქვა ხელფასი. დიდხანს ვიყავი მშობლების კმაყოფაზე. მეტსაც გეტყვით, მშობლების კისერზე ვიყავი მაშინაც, როცა სახელმწიფო კანცელარიაში ვმუშაობდი 1997 წლიდან, პრეზიდენტის კანცელარიაში რეფერენტ-თანაშემწე გახლდით, სამი წლის განმავლობაში მქონდა თანამდებობა და არ მქონდა ნორმალური ხელფასი.

- ოჯახში თუ თმობთ მეუღლესთან?
- ამ კითხვას ალბათ ჩემი მეუღლე უკეთ უპასუხებდა და ალბათ სხვა ეპითეტებსაც გამოიყენებდა... მე იმის თქმა შემიძლია, რომ ოჯახში განსაკუთრებულ პრობლემებს არ ვქმნი. არც კვებასთან დაკავშირებით ვარ პრეტენზიული, შემიძლია, ყოველ დილას ერბოკვერცხი ვჭამო და ამაზე არ ვიჩხუბო.

- შვილები რა ასაკისანი არიან?
- ბიჭი პირველკლასელია, გოგონა საბავშვო ბაღს ამთავრებს და სექტემბერში წავა სკოლაში.

- ტანსაცმლის ყიდვის გამოცდილება თუ გაქვთ?
- მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-ზე გადავიდა ჩემი გადაცემა და ჩემმა ხელფასმა ხელფასის სახე მიიღო, ამ საკითხითაც დავინტერესდი. განსაკუთრებით საზღვარგარეთ შოპინგი მანიჭებს სიამოვნებას.

- საჩუქრის ყიდვაც გეხერხებათ მეუღლისთვის?
- არა, არ ვრისკავ. რამდენჯერაც ჩვენი ურთიერთობის პირველ ეტაპზე რამე ვუყიდე და ჩამოვიტანე, ყველაფერი ერთი შეხედვით მოიწონა და მერე მის ტანზე აღარ მინახავს. სიხარული კი გამოხატა და მგონი, პატივისცემის ნიშნად კარადაში საპატიო ადგილას ინახავს. ალბათ ეს სამოსი მის გემოვნებაში არ ჯდება. ამიტომ მირჩევნია, თანხა ვუსახსოვრო და თავად შეარჩიოს ტანისამოსი. მისი გემოვნებით შერჩეულ ტანსაცმელს მე ბევრად ხშირად ვიყენებ, ვიდრე ის ჩემი გემოვნებით ნაყიდს.

- თამადობის გამოცდილება თუ გაქვთ?

- მაქვს, მათ შორის ქორწილშიც, თუმცა დიდად არ მიყვარს. ეს ხომ ტვირთია. ბოლო დროს ვცდილობ, ეს ტვირთი თავიდან ავიცილო. დათრობასაც ვერიდები, რადგან, როცა ბევრს ვსვამ და არ ვთვრები, ცუდად ვხდები. ამიტომ მეტისმეტად მთვრალს იშვიათად მნახავს ვინმე.

- მხარჯველი ხართ?
- ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა ქართველი, თუ მაქვს, ვხარჯავ იმ იმედით, რომ ღმერთი არ მიმატოვებს. ჯერ არ მივუტოვებივარ.
- როცა ცხოვრების განვლილ გზას გადახედავთ, ფიქრობთ, რომ რომელიმე შეცდომას აუცილებლად გამოასწორებდით?

- ვერ ვიტყვი, რომ კატასტროფული შეცდომები დავუშვი, არასწორად ვიცხოვრე. იმ პერიოდის გათვალისწინებით, რა ეპოქაც დაემთხვა ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობას, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ წარმატებულად გავიარე. ყოველ შემთხვევაში, დღეისთვის ყველაფერი მაქვს, რომ ვითვლებოდე ბედნიერებასთან მიახლოებულ ადამიანად: მაქვს ოჯახი, სამსახური, მყავს ჯანმრთელი შვილები, ვარ რეალიზებული საქმის თვალსაზრისით და სახელმწიფო თვალსაზრისით. ვაპირებ კიდევ მეტ რეალიზებას პოლიტიკაში და სახელმწიფოს სამსახურში. ცოტა წნევა მაწუხებს (იღიმის).

- სერიოზულად?

- ჰო, სერიოზულად.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)



მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"