22 მაისი 2012 სამშაბათი - 19:50
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:11 / 09-03-2010
რით დაასაჩუქრა გიორგი კანდელაკმა დაბადების დღეზე ყოფილი ცოლი
გიორგი კანდელაკისა და ლალი მოროშკინას სიყვარულის ამბავი რომ მთელმა ქალაქმა იცის, ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება და ქალაქში რომ მათზე ბევრს ლაპარაკობენ, ესეც არაა ახალი. "სიმართლის დროში" ლალის სტუმრობის შემდეგ ეს თემა ისევ თავიდან აგორდა, მოროშკინამ ისევ შეახსენა საზოგადოებას, რომ კანდელაკისთვის არასდროს უღალატია, მის გამო სოფლადაც გადავიდა საცხოვრებლად, შვილებთან განშორებაც კი აიტანა.

ამ გადაცემის შემდეგ ლალიმ "რეიტინგთან" ინტერვიუში გაამხილა, მე და გიორგის დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხვალ გორში მივდივარ, გიორგიმ რესტორნის გახსნაზე დამპატიჟაო. ამაზე კანდელაკი გაცეცხლებულა, არავინ არსად დამიპატიჟებია, ის რესტორანი ორი წლის წინ გავხსენი, რაღა დროს მისი გახსნააო. კომენტარზე კი უარი განაცხადა. არ მინდა მაგ ქალზე ლაპარაკი, დავიღალე, მთელმა თბილისმა ისედაც ყველაფერი იცისო...

ქალაქში იმასაც ამბობენ, რომ გიორგი ყოფილ ცოლთან შერიგებაზე "ჩალიჩობს". ნინო ყანჩაველისთვის 7 თებერვალს დაბადების დღე გიორგის რესტორანში გადაუხდია. 35 წლის იუბილეზე ყოფილ ცოლ-ქმარს ერთად მოულხენია. გიორგის მიერ მოწყობილ წვეულებაზე ნინოს ოჯახის წევრები და მეგობრები შეკრებილან. მათ შორის ჟურნალისტი თათია თოფურიაც ყოფილა. იუბილარს ტორტზე ანთებული მაშხალები შვილებთან ერთად ჩაუქრია და ცეკვის დროს "მატარებელში" მეგობრებთან ერთად ჩაბმულა.

კანდელაკი ასეთ დაბადების დღეებს ნინოს ბოლო წლებში სულ რესტორანში უხდის, ორი წლის წინ "ინფინიტის" ჯიპიც აჩუქა ყოფილ ცოლს. მსოფლიო ჩემპიონი კრივში ბავშვებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ, ყოფილ ცოლს როცა უნდა მაშინ სტუმრობს და ბავშვების დაბადების დღეებსაც თავად გეგმავს. წყვილს ორი შვილი ჰყავს, თარაში და ნატალი.

იმასაც ამბობენ, რომ ქმრის ღალატისა და გახმაურებული რომანის მიუხედავად, ნინო ბოლომდე ქმრის ერთგული დარჩა და ინტერნეტში გამოქვეყნებული ამ ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხული არ არის, წყვილის ოჯახური თანაცხოვრება კვლავ განახლდეს...


მარიამ ლაღიძე
ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)



მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"