22 მაისი 2012 სამშაბათი - 19:45
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:15 / 07-03-2010
"მინდა, პრეზიდენტი გავხდე!"
დუეტ "ჯორჯიას" წევრს, მაკა ზამბახიძეს 8 წლის ქალიშვილი ჰყავს - სალომე ჩიტაძე. იგი საპატრიარქოს გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მე-3 კლასში სწავლობს და თვითონაც მომღერლობას აპირებს, რადგან სურს, დედასავით პოპულარული იყოს. სალომე საქართველოს პრეზიდენტობაზეც ოცნებობს.

- თავდაპირველად სკოლა "ოპიზაში" ვსწავლობდი. ისიც კარგი სკოლა იყო, ძალიან მიყვარდა იქაური კლასელები და მასწავლებლები, მაგრამ მერე ჩემს სახლთან ახლოს საპატრიაქოს სკოლა გაიხსნა და იქ გადამიყვანეს.

- დარწმუნებული ვარ, კარგად სწავლობ...
- დიახ. განსაკუთრებით მიყვარს ქართული ენის გრამატიკა, ბუნება და მათემატიკა.

- სკოლაში იციან, მაკა ზამბახიძის შვილი რომ ხარ?
- დიახ. ყველას ძალიან მოსწონს დედაჩემი და ხშირად მეუბნებიან, მაკა კარგი მომღერალიაო. მეამაყება კარგი დედა რომ მყავს. სხვათა შორის, ხშირად მეკითხებიან, დედაშენის შვილს არ გინდა, შენც მომღერალი გახდეო...

- მერე, რას აპირებ?
- ვაპირებ, მეც ვიმღერო დიდ სცენაზე.

- კარგად მღერი?
- დიახ. განსაკუთრებით კლასიკურ სიმღერებს.

- დედასთან მეგობრული ურთიერთობა გაქვს?
- დედაშვილური ურთიერთობა უფრო გვაქვს, ვიდრე მეგობრული, რადგან დედას ხშირად ვერ ვნახულობ...

- რატომ?
- იმიტომ, რომ უამრავი საქმე აქვს და თან თავის ქმართან ერთად წყნეთში ცხოვრობს. მე კი ბებიასთან, ბაბუასთან, ჩემს პატარა ჩიტუნია ჩიკოსთან და თევზებთან ერთად ვცხოვრობ. ჯერჯერობით თევზებს სახელები ვერ შევურჩიე, რადგან ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ.

- მომღერლობის გარდა კიდევ რა პროფესიაზე ოცნებობ?

- მინდა, მოჯირითეც გავხდე. ამას დედასაც ხშირად ვეუბნები და არჩევანს მიწონებს.

- გიყვარს ცხენები?
- დიახ. პირველად ცხენზე რომ დამსვეს, მარტომ ვაჯირითე. სამწუხაროდ, იპოდრომი ჩვენი სახლიდან შორს არის და ხშირად ვერ დავდივარ.

- საქართველოს პრეზიდენტობაზე არ გიფიქრია?
- სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტობაზე ვოცნებობ.

მინდა, პრეზიდენტი გავხდე, რადგან საქართველოში ბევრ რამეს შევცვლიდი.

- მაინც, რას შეცვლიდი?
- პირველ რიგში, პატრულს ავუკრძალავდი უმიზეზოდ ხალხის დაჯარიმებას.

- შენთვის რას გააკეთებდი?
- სოჭში, პლაჟზე დავისვენებდი.

- ნამყოფი ხარ სოჭში?
- არა. ჩემმა მეზობელმა მითხრა, რუსებს რომ არ წაერთმიათ ჩვენთვის  ეს ქალაქი, დასასვენებლად წაგიყვანდიო. რუსებმა ოსეთი და აფხაზეთიც წაგვართვეს.

- ომი რა არის?
- საშინელებაა. მამაჩემი აპირებდა რუსეთიდან ჩამოსვლას, მაგრამ ომი დაიწყო და ვერ ჩამოვიდა. ძალიან მეცოდებოდნენ ჯარისკაცები და თავიანთი სახლებიდან გაქცეული ხალხი.

- ნატვრისთვალი რომ გქონდეს, რას ინატრებდი?
- სამი ნატვრის ასრულებას ვთხოვდი: დედაჩემი იყოს კარგად, საქართველო იყოს ერთიანი და ჩვენი პატრიარქი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.

- ძალიან კარგი გოგო ხარ. როგორც მივხვდი, მორწმუნეც...
- დიახ. მყავს მოძღვარი მამა გურამი და დავდივარ ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში. სალომეობაზე მამა გურამი ჩვენთან იყო მოსული და ვახტანგ გორგასლის ხატი მაჩუქა. ჩემს სახლში იესო ტკბილის ხატი იყო დაბრძანებული და უამრავი მომლოცველი გვესტუმრა.

- რას ნიშნავს მერი?
- "მერი" ამერიკული ფილმია, რომელშიც თამაშობს ლამაზი გოგონა მერი, სინამდვილეში სელმა გომესი. სელმა 17 წლისაა და "ოდნოკლასნიკებშიც" დავიმეგობრე. მას ყოველდღე ინგლისურად ვწერ, რომ მისი ფანი ვარ.

- ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი?
- მიშა.

- მოგწონს?
- რა ვიცი... ერთხელ "ქრონიკაში" გამოაცხადეს, მიშა მშიშარა პრეზიდენტიაო. მიშას რომ შევხვდე, ვთხოვდი, უპატრონო ბავშვებს და მოხუცებს დაეხმაროს.

- დედაშენი რომ იყოს საქართველოს პრეზიდენტი, არ გინდა?
- აუჰ, რამდენი რამე შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში!

- მაინც რა?
- გაცილებით განათლებული ვიქნებოდი, ვიდრე დღეს ვარ. ყველა პედაგოგი ჩემთან შინ ივლიდა და გაცილებით მეტს ვისწავლიდი.

- შეყვარებული ხომ არ გყავს?
- დიახ. გოგა კალანდაძე. ჩემი სკოლელია, მე-5 კლასში სწავლობს. შავგვრემანი ბიჭია,  ჩუმად მწერდა წერილებს, მაგრამ ერთხელ დავინახე და მივხვდი, რომ ის იყო.

- დედიკომ იცის შეყვარებული რომ ხარ?

- არა, ბებიამ იცის. ამ გაზეთს რომ წაიკითხავს, დედაც გაიგებს.

- რას ნიშნავს სიტყვა დემაგოგია.
- ეს სიტყვა არასდროს გამიგია, თუმცა მგონია, რომ საჭირო საგანი უნდა იყოს.

- რას ნიშნავს სიტყვა ეთნიკური?
- ეთნიკური ეთიკად მიმაჩნია...

- ეთიკა რა არის?
- ეთიკას სკოლაში გვასწავლიან და ზრდილობას ნიშნავს.

- ვინ არის კახა ბენდუქიძე?
- მდიდარი კაცია.

- ვინ არის "უცნობი"?
- რომელსაც ხალხი არ იცნობს.

- რას ნიშნავს რეზიდენცია?
- სადაც პრეზიდენტები არჩევენ საქმეს.

- როგორი გინდა იყოს შენი სამშობლო?

- ლამაზი და გამთლიანებული.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"