22 მაისი 2012 სამშაბათი - 19:43
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:40 / 11-02-2010
"ცოტნე თუ გაათავისუფლეს, ცოცხალი ვერ გადავრჩები!"
ტელეგადაცემა "სიმართლის დროში" 22 წლის მოდელმა, სოფო ჩიკვილაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ყოფილმა რძალმა სენსაციური განცხადებები გააკეთა თავისი ყოფილი მეუღლის, პატიმრობაში მყოფ ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ.

მისი თქმით, პირველი პრეზიდენტის ვაჟი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე, წამალზე დამოკიდებული და რუსეთის სპეცსამსახურების დავალების შემსრულებელია. ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ საზოგადოებაში ათასნაირი აზრი გაჩნდა, რის შემდეგაც ჩვენ  სოფოს დავუკავშირდით.

- სოფო, რატომ მიხვედი "სიმართლის დროში?"
- გარდა იმისა, რომ ცოტნესთვის სამაგიეროს გადახდა მინდოდა, იყო ფულადი დაინტერესებაც და ჩემი ერთგვარი პიარიც. ჩემი სურვილი სააგენტოს ხელმძღვანელს, ლიკა ყაზბეგს გავანდე და ერთად მივედით ამ გადაცემის პროდიუსერთან.

- როგორც ვიცი, გადაცემის ჩაწერისას გირეკავდნენ და გემუქრებოდნენ, ამიტომ გამოცვალე ტელეფონის ნომერი?

- მემუქრებოდნენ არა მარტო მე, არამედ ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ. ეჭვი გვაქვს, რომ დარბაზში იმყოფებოდნენ ამ ოჯახის ახლობლები, რომლებისგანაც გადიოდა ინფორმაცია ამ გადაცემის შესახებ. ტელეგადაცემის ჩაწერისას მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რატომ უკეთებ ამას ცოტნეს, ხომ იცი, რომ შიმშილობს და ისედაც ცუდად არის, წინასწარ გეთქვა ჩვენთვის, დაგარიგებდით მაინცო.

- ამას ვინ გეუბნებოდა?

- ცოტნეს ბიძაშვილი მანანას მხრიდან. მანანა კი მირეკავდა წივილ-კივილით. მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მის ზარებს არ ვპასუხობდი, შემდეგ კი ნომერი გამოვცვალე.სხვათა შორის, ახლა უფრო მემუქრებიან, ვიდრე გადაცემის ჩაწერისას. მეშინია, მაგრამ რა ვქნა?! ქუჩაში მარტო ვერ გავდივარ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა განაცხადა: სოფო ჩიკვილაძე გამსახურდიების რძალი კი არა, ჩვეულებრივი ქალია ცოტნეს ცხოვრებაშიო.
- ბექაურმა ჩემი და ცოტნეს ცხოვრების დეტალები არ იცის და მიმაჩნია, რომ არ უნდა ჩაერიოს ჩვენს საქმეში. მთელმა საქართველომ გვნახა მე და ცოტნე ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების დღეს და არა მგონია, იმ დღეს მანანას და ცოტნეს გვერდით დაეყენებინათ ისეთი ქალი, როგორადაც შემრაცხეს.

- ეთერში გადაცემის გასვლის შემდეგ რა რეაქცია ჰქონდა ცოტნეს?

- გულის შეტევა დაემართაო, - მითხრეს, მაგრამ არ ვიცი, მართალია თუ არა.

- საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ვიღაცის შეკვეთით მიხვედით ამ გადაცემაში.
- იმასაც ამბობენ, ვანო მერაბიშვილის შეკვეთა იყო და სანაცვლოდ სოფოს სახლს და მანქანას ჩუქნიანო. ისე, მანქანაზე უარს არ ვიტყვი (იცინის). მოკლედ, ეს სასაცილოდ არ მყოფნის... იქ ისეთი კითხვებიც დამისვეს, რომლებზეც თავად არ მინდოდა პასუხის გაცემა, ანუ არასასიამოვნო იყო ჩემთვის.

- როგორც ვიცი, ცოტნე გამსახურდია ამბობს, ბავშვი, რომელსაც სოფო ელოდება, ჩემი არ არისო..
- ისიც თქვეს, პირველად ვნახეთ ეს გოგო და არც პირველი შვილი, თამარი არის გამსახურდიაო. მაგრამ ხომ შეიძლება დნმ-ის ტესტით გაირკვეს ყველაფერი?

- როგორ გგონია, ცოტნე გამსახურდია ამ ბავშვს გვარს მისცემს?
- ეგ არ ვიცი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, ცოტნე თუ გაათავისუფლეს, მე ცოცხალი ვერ გადავრჩები.

- ასე რატომ გგონია?
- მემუქრებიან, მეუბნებიან, მანანა გამსახურდია პრეზიდენტის დედასთან, ქალბატონ გიული ალასანიასთან მივა და შენს ლიკვიდაციას მოსთხოვსო. იმასაც მეუბნებიან, ბავშვს სამშობიაროშივე წაგართმევენ და გირჩევნია საქართველო ახლავე დატოვოო.

სოფო ყარალაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"