22 მაისი 2012 სამშაბათი - 19:41
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:00 / 31-01-2010
"ვიფიქრებ, "მზის დარტყმა" რაღაცას მიჩალიჩებს-მეთქი"
რუბრიკის სტუმარია მსახიობი ტრისტან სალარიძე, რომელიც ჩვენ მიერ დასმულ სახუმარო კითხვებსაც კი სერიოზულად მოეკიდა...

- ბატონო ტრისტან, წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს მეგობართან მიხვედით და კარი თქვენმა ორეულმა გაგიღოთ. რა რეაქცია გექნებათ?
- გაკვირვებისგან პირს დავაღებ. კარი მეორე ტრისტან სალარიძემ რომ გამიღოს, ნამდვილად გავგიჟდები. სხვათა შორის, ადრე მამსგავსებდნენ მილოშ ფორმანის ფილმ "ამადეუსში" სალიერის როლის შემსრულებელს, მსახიობ მიურეი ებრაჰამს. საერთოდ, მსოფლიო სავსეა ორეულებით. ერთხელ რომის ქუჩაში მივდიოდი და დავინახე კაცი, რომელიც ბიძაჩემს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. რომ შევხედე, გავშრი. არადა, ბიძაჩემი ბორჯომში ცხოვრობდა.

- ვინ არის რეჟისორი ფილმისა "ნათლია"?
- ფრენსის კოპოლა.

- წარმოიდგინეთ, ზაფხულია, პლაჟზე ხართ წამოწოლილი და ირუჯებით. ამ დროს ჩაგიარათ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, რომელიც ყიდის სიმინდს...
- ვერ დავიჯერებ, რომ ის ადამიანი დავით ბაქრაძეა.

- ვინ არის რეჟისორი ფილმისა "რომაული არდადეგები"?
- უილიამ უაილერი.

- ერთ მშვენიერ დღეს ელენე თევდორაძემ სასიყვარულო წერილი რომ მოგწეროთ, რას უპასუხებდით?

- სიყვარულმა ასაკი არ იცის. ეს გრძნობა ამოუხსნელია. ასე რომ, არავის დავძრახავ, თუ ეს გრძნობა ეწვია.

- შინ დაღლილი ბრუნდებით. თქვენს ოთახში კი გხვდებათ თქვენსავე ხალათსა და ჩუსტებში გამოწყობილი კახა ბენდუქიძე. რას მოიმოქმედებთ?

- რაღას ვეტყვი, თუ მოსულა კაცი და თან ჩემს ხალათსა და ჩუსტებში გამოწყობილი ისვენებს... თუმცა მაინც ვკითხავ, აქ საიდან გაჩნდი-მეთქი? ისე, ეს ამბავი რეალურად რომ მოხდეს, ვიფიქრებ, ტელე-შოუ "მზის დარტყმა" რაღაცას მიჩალიჩებს-მეთქი, თორემ ბენდუქიძეს ჩემს ბინაში რა უნდა?

- ბავშვობის მეგობარმა მანდილოსანმა სიყვარული რომ აგიხსნათ, რას უპასუხებდით?
- მთლად ბავშვობის მეგობარმა არა, მაგრამ დაახლოებით 15 წლის მეგობრობის შემდეგ ერთი გოგო სიყვარულში მართლა გამომიტყდა. მაგრამ ისე მოვაგვარე ყველაფერი,  რომ გული არ სტკენია.

- ვინ არის ავტორი ოპერისა "ქეთო და კოტე"?
- ვიქტორ დოლიძე.

- მიხეილ სააკაშვილმა ასი დღით პრეზიდენტის სკამი რომ დაგითმოთ, რას გააკეთებდით?

- ამ შემოთავაზებისა ჭკუათამყოფელ კაცს უნდა შეეშინდეს. სამწუხაროდ, ბოლო დროს ქართველებს დიდი უზნეობა გვჭირს. ქუჩაში რიგით გამვლელს რომ შესთავაზო ეს წინადადება, აუცილებლად დაგთანხმდებათ და გეტყვით, რომ სწორედ პრეზიდენტობისთვის არის დაბადებული. არადა, უმრავლესობას ქვეყნის კი არა, ოჯახის მართვის თავიც არა აქვს.

- შეიძლება მამაკაცმა ცოლად შეირთოს თავისი ქვრივის და?

- ესე იგი, ცოლის და? ეს როგორ შეიძლება?! არამც და არამც!

- იოსებ გრიშაშვილის ნამდვილი გვარი თუ გახსოვთ?
- ვიცი, რომ გრიშაშვილი ფსევდონიმია, მაგრამ მისი ნამდვილი გვარი აღარ მახსოვს.

- მამულაიშვილი. რას აჩუქებდით საქართველოს პრეზიდენტს?

- რა ვიცი, რა უნდა ვაჩუქო სააკაშვილს? სამწუხაროდ, ბოლო ხანს მსახიობებს გვიტევენ, პოლიტიკაში გვრევენ და ჩვენგან პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას ითხოვენ. სჯობს, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც ხელოვან ხალხს თავი დაანებოს და ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

ფსიქოლოგის დასკვნა
მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - საკმაოდ გაწონასწორებული პიროვნებაა. იცის, როდის და რა უნდა თქვას. ცხოვრებისგან ბევრი რამ აქვს ნასწავლი. შეუძლია მისთვის მიუღებელ სიტუაციაში თავი ისე დაიჭიროს, თითქოს ეს ყველაფერი მოსწონს. არის განათლებული და მშვიდი.

ნინო მაისურაძე

”ყველა სიახლე”



მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეკა, დურაკა და ლელობურთი კოჭობანა, ლახტი, გრძელი ვირი, ჟოპა-სტენკა. ერთი სიტყვით, ხალხური სიბრძნე თამაშებშია, ქართველი ხალხი კი ბრძენია
 
"ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან, "პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ"
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"