22 მაისი 2012 სამშაბათი - 19:32
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:31 / 30-08-2010
ქართული ავიაცია დიდ ტრაგედიას გადაურჩა
აგვისტოს შუა რიცხვებში ქართული ავიაცია დიდ ტრაგედიას გადაურჩა. ღვთის შემწეობა რომ არა, თავდაცვის სამინისტრო დაკარგავდა მორიგ შვეულმფრენს, და კიდევ უარესი - ხალხი დაიღუპებოდა.

როგორც "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, თბილისისკენ მომავალი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი МИ-8МТВ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი მცხეთის რაიონში ელექტროგადამცემ ხაზებს წამოედო.

ჩანს, შვეულმფრენის ეკიპაჟი ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც ელექტროგადამცემის დაჭიმულ მსხვილ მავთულს წამოედო. მავთული გაწყდა და გატეხა შვეულმფრენის წინა ფარნის მინა, "გაჰყვა" საფრენი აპარატის მარჯვენა ბორტს და გრძივად გაჭრა კუდის ძელის გარსამოსი და ბოლოს, კუდის ხრახნის ნაკვეთურის ქვედა ნაწილი დააზიანა.

ეკიპაჟი და მგზავრები ბეწვზე არიან გადარჩენილნი, რადგან გაწყვეტილი მავთული შვეულმფრენის ძირითად ან კუდის ხრახნს რომ ჩაეთრია, მაშინ კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა. ასეთი მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ეკიპაჟმა მოახერხა თბილისამდე მოღწევა და შვეულმფრენი ალექსეევკის სამხედრო-საჰაერო ბაზაში მშვიდობიანად დასვა. საფრენი აპარატის აღდგენა შესაძლებელია.

თუ რატომ მიფრინავდა ეკიპაჟი ისეთ დაბალ სიმაღლეზე, ეს გამოძიების პრეროგატივაა, თუმცა შესაძლოა, ქართული შვეულმფრენების ეკიპაჟებს ნაბრძანები აქვთ, რაც შეიძლება დაბალ სიმაღლეზე ფრენა, რათა ახალგორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეყვანილი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რადიოლოკატორებმა არ დააფიქსირონ.

სამწუხაროდ, საჰაერო ავარიები ქართულ სამხედრო ავიაციაში არცთუ იშვიათი შემთხვევაა. ზუსტად ორი წლის წინ, საბრძოლო მოქმედებების დროს ქართულმა საბრძოლო შვეულმფრენმა, Ми-24-მა კუდის ხრახნი დაიზიანა. 2004 წლის მაისში ასეთივე Ми-24 აჭარის მაღალმთიან სოფელში ჩამოვარდა პრეზიდენტ სააკაშვილის შვეულმფრენის თანხლებისას, რამდენიმე წლის შემდეგ ქუთაისის ავტოქარხნის აეროდრომზე დაშვებისას ავარია განიცადა თავდაცვის სამინისტროს Ми-8-მ. ომამდე სენაკის აეროდრომზე Ми-8-ს ეკიპაჟმა ხრახნებით კუდი მოაჭრა საბრძოლო Ми-24-ს.

საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა, მაგრამ 2007 წლის 11 მარტს, ღამით, დასავლეთ საქართველოსკენ განგაშზე გაფრენილი საბრძოლო Ми-24 ბაზალეთის ტბასთან მიწას შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

P.S. როგორც ამბობენ, ავარიაგანცდილი შვეულმფრენით (მის ნომერს შეგნებულად არ ვასახელებთ) ხშირად მგზავრობდა თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. თუმცა უცნობია, ავარიის მომენტში თავდაცვის მინისტრი იყო თუ არა შვეულმფრენში.


ირაკლი ალადაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"