აშშ-ის არმიამ ტენდერი გამოაცხადა ქვეითთა საბრძოლო მანქანების შექმნაზე, რომლებმაც თავიანთი მახასიათებლებით ამჟამად არსებულ მსგავს სატრანსპორტო საშუალებებს უნდა აჯობონ, იტყობინება ”Defense Aerospace”.
კონკურსის პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა განაცხადი 2010 წლის 26 აპრილამდე უნდა წარადგინონ, მიმდინარე წლის სექტემბერში კი სამ მონაწილესთან პროტოტიპების წარმოებასთან დაკავშირებით კონტრაქტები გაფორმდება.
აშშ-ის არმიის მოთხოვნების თანახმად, ქვეითთა ახალ საბრძოლო მანქანებს БМП M2 Bradley-სთან შედარებით გაუმჯობესებული ბალისტიკური თავდაცვის მექანიზმი უნდა გააჩნდეს, MRAP-თან შედარებით კი - ნაღმებისა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან თავდაცვის უკეთესი უნარი. ამას გარდა, მანქანა უფრო ქმედუნარიანი, უნივერსალური და მობილური უნდა იყოს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
16:33 / 04-03-2010
აშშ-ის არმიამ ახალი საბრძოლო მანქანების შექმნაზე ტენდერი გამოაცხადა






















