სოციალურ ქსელ Facebook-ზე დადებული ინფორმაციის გამო, ისრაელის თავდაცვის არმია იძულებული გახდა, პალესტინის ტერიტორიაზე დაგეგმილი სპეცოპერაცია გადაედო.
საქმე იმაშია, რომ რეიდამდე სულ ცოტა ხნით ადრე, მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, Facebook-ში თავის გვერდზე სტატუსად სპეცოპერაციის განხორციელების ადგილი და დრო დადო.
სპეცოპერაცია მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ ტერიტორიაზე უნდა განეხორციელებინათ, რომლის მიზანიც იქ არსებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრთა გამოვლენა და დაკავება იყო.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
13:49 / 04-03-2010
სამხედრო მოსამსახურემ სპეცოპერაცია ჩაშალა






















