ამერიკის არმიამ, საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურების უსაფრთხო ევაკიურებისთვის, რობოტების კომპლექსის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა, - წერს ”The New Scientist”.
შესაბამისი განცხადება აშშ-ის სამხედრო უწყების მცირე ბიზნესის ინოვაციური გამოგონებების სარესურსო ცენტრის (DoD SBIR) საიტზეა განთავსებული.
სამხედრო-სამედიცინო დანიშნულების სხვადასხვა მოდელის რობოტებზე მუშაობა, ამერიკის არმიაში რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, ამ კვლევების შედეგები ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მთელ რიგ პრინციპულ მოთხოვნებს.
უფრო კონკრეტულად, რობოტების კომპლექსი იმ დონემდე უნდა მივიდეს, რომ მათ სხვა სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის გარეშე, ან მათი მინიმალური მონაწილეობით, მტრის მიერ დაჭრილი ჯარისკაცების ამოცნობა და ევაკუირება უნდა შეძლონ.
ევაკუატორს სხვადასხვა ლანდშაფტში გადაადგილების უნარი მოეთხოვება (ქალაქში, შენობებში, კიბეზე, ჯუნგლებში, მთიან ადგილებში და ა.შ.)
მომზადებულია medportal.ru-ს მიხედვით.
13:04 / 01-03-2010
რობოტები დაჭრილი ჯარისკაცების გამოსაყვანად?






















