22 მაისი 2012 სამშაბათი - 19:21
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:56 / 01-03-2010
იანუკოვიჩიც მოგვყიდის ტანკებს?!
უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, შესაძლოა, მალე მოიცალოს საქართველოსთვის, უფრო სწორად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს დროს უკრაინის მიერ საქართველოსთვის შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის მიყიდვის დეტალების შესასწავლად. 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში "ვარდების რევოლუციის" ხელისუფლება დაფუძნდა, უკრაინა საქართველოსთვის შეიარაღების ძირითადი იმპორტიორი გახდა.

2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველომ უკრაინიდან შემოიტანა Т-72 ტიპის ტანკები, БМП-2 ქვეითთა საბრძოლო მანქანები, МИ-8 და МИ-24 ტიპის შვეულმფრენები, L-39 "ალბატროსის" ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები - Бук-М1, ОСА-АКМ, პასიური რადიოლოკაციური დაზვერვის кольчуга, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები: 2 С3 акация და 2С7 Пион-ები, ასევე სხვა დამხმარე ტექნიკა და ამ შეიარაღებისთვის განკუთვნილი ჭურვები, რაკეტები, ბომბები. უკრაინაში ასევე შეიძინეს რამდენიმე ათეული ათასი ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი მილიონობით სხვადასხვა კალიბრის ვაზნა.

შეიარაღების ექსპორტ-იმპორტი თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რადგან იარაღის გამყიდველი და მყიდველი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ყოველი წლის ბოლოს გაეროს სპეციალურ რეესტრს მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია. ამიტომაც მთავარ კომერციულ საიდუმლოდ გარიგების ფასი რჩება.

საქართველოსთვის არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ დაუდვია რაიმე სახის სანქცია იარაღის შესყიდვაზე, ამიტომაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იარაღის სახეობის ყიდვით ოფიციალურ თბილისს არაფერი დაურღვევია.

თუმცა ძირითადი ნიუანსები სწორედ გარიგებების საფასურში შეიძლება იმალებოდეს.

იანუკოვიჩის მომხრე უკრაინელი დეპუტატების ნაწილი ჯერ კიდევ იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს იძიებდა უკრაინიდან საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვის დეტალებს. თვლიდნენ, რომ უკრაინა თავისი თავდაცვისუნარიანობის შესუსტების ხარჯზე თბილისს იარაღს იაფად აწვდიდა.

მაგრამ საქართველოში პირიქით, ეჭვობენ, რომ უკრაინიდან ოფიციალური თბილისი გაზრდილ ფასად ყიდულობდა შეიარაღებას, რისი ნაწილიც, "ოტკატების" სახით, ქართველი და შეიძლება უკრაინელი მაღალჩინოსნების ჯიბეებში ილექებოდა.

უკრაინიდან საქართველოში იარაღის იმპორტით კიდევ ერთი მხარეა დაინტერესებული - მოსკოვი. კრემლში ნაკლებად ანაღვლებთ, რამდენს უხდიდა თბილისი კიევს თითოეულ ტანკსა თუ შვეულმფრენში, მათთვის თავად იარაღის საქართველოსთვის მიყიდვაა მიუღებელი. მით უმეტეს, რომ აგვისტოს ომის ოთხ დღეშიც უკრაინაში ნაყიდმა ქართული არტილერიის "აკაციებმა" და "პიონებმა" საქართველოში შემოჭრილ რუსულ ჯავშანკოლონებს ათასზე მეტი ჭურვი ესროლეს, ხოლო უკრაინიდან ჩამოტანილმა საზენიტო Бук-М1-მა ნაქები რუსული "ბექფაირი" - ТУ-22М3 ჩამოაგდო...

უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. თუკი ახალი პრეზიდენტის იანუკოვიჩის ადმინისტრაციამ დაიწყო უკრაინიდან საქართველოსთვის მიყიდული იარაღის ფაქტების გაშიფვრა, მაშინ ბევრ საინტერესო დეტალს გავიგებთ, მათ შორის ყოფილ და ამჟამად მოქმედ ქართველ პოლიტიკოსებს და მოხელეებზეც. ხოლო თუკი იანუკოვიჩის გუნდმა ამ დეტალებში ქექვა არ დაიწყო, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა გააგრძელოს უკრაინიდან შეიარაღების შესყიდვა. ფული ხომ ყველას სჭირდება...

ირაკლი ალადაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"