ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა იან პეტერ ბალკენედემ დაადასტურა, რომ ჰოლანდიის სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში საკუთარ მისიას მიმდინარე წლის აგვისტოში დაასრულებს.
”თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება, ყველაფერი ასეც იქნება”, - აცხადებს ჰოლანდიის ხელისუფლების მეთაური.
ბანკენედეს განცხადება ქვეყნის მმართველო კოალიციის დაშლიდან მეორე დაღეს გავრცელდა.
სახელმწიფოებრივი კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიციის წევრებმა ავღანეთში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურისთვის მანდატის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
12:52 / 22-02-2010
აგვისტოში ჰოლანდია ავღანეთიდან საკუთარ შეიარაღებულ ძალებს გამოიწვევს






















