პაკისტანში საჰაერო ოპერაციის შედეგად 30 მეამბოხე მებრძოლი მოკლეს.
როგორც "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, პაკისტანის არმიის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ავღანეთის საზღვართან ახლოს, სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონის ერთ-ერთ მთიან ზონაში, სადაც "თალიბები" და "ალ ქაიდას" მებრძოლები აფარებდნენ თავს.
პაკისტანის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, გასული წლის ბოლო თვეების განმავლობაში არმიის მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციების შემდეგ, რეგიონი ამბოხებულებისგან ნაწილობრივ გაიწმინდა, თუმცა სიტუაცია ბოლომდე სტაბილური არ არის.
"თალიბები" და "ალ ქაიდას" მებრძოლები, ძირითადად, რეგიონის ტყიან მასივებს აფარებენ თავს.
"ინტერპრესნიუსი"
19:23 / 20-02-2010
პაკისტანში საჰაერო ოპერაციის შედეგად ამბოხებული მებრძოლები გაანადგურეს






















