22 მაისი 2012 სამშაბათი - 19:14
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:53 / 09-02-2010
არტილერია მართლაც გადავმალეთ, მაგრამ ყველა ვერ გადავარჩინეთ
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ ბორჯომელი მოსწავლეების წინაშე ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს არ უნდა ეთქვა, რომ ბორჯომის ხეობაში მართლაც იყო გადამალული ქართული არტილერია, რადგან ამით "გაპრავდება" რუსეთის ავიაციის მიერ ბორჯომის ტყეების გადაწვაო.

ჩვენ პოლიტიკურ დებატებში არ ვერევით, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ამ გამოსვლით პრეზიდენტმა, ჩანს, მადლობის გადახდა სცადა იმ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებმაც იცოდნენ, მაგრამ არ გასცეს ქართული არმიის გადამალული საბრძოლო ტექნიკის ადგილსამყოფელი. თუმცა ზოგიერთი დეტალი უთუოდ დასაზუსტებელია.

ბორჯომისხეობელებს მართლაც ეკუთვნით დიდი მადლობა. ოღონდ ისინი ძირითადად ქართული არმიის სახმელეთო ჯარების ტექნიკას - ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მალავდნენ, ხოლო საარტილერიო ბრიგადის დანადგარების გადარჩენაზე მადლობა ქარელის რაიონში, ძამის ხეობის მოსახლეობას უნდა ვუთხრათ.

ბორჯომის ხეობაში მართლაც გადამალეს ქვეითი ბრიგადების Д-30 ტიპის ჰაუბიცები და ნაღმსატყორცნები, ძამის ხეობამ კი შეიფარა ქართული არტილერიის ძირითადი დამრტყმელი ძალა, მათ შორის "გრადები", "აკაციები" და RM-70-ები.

რუსული ავიაციის მუდმივი დაბომბვის მიუხედავად, საარტილერიო ბრიგადას საცეცხლე პოზიციებზე არც ერთი საარტილერიო დანადგარი არ დაუკარგავს (საცეცხლე პოზიციებზე, სამწუხაროდ, მთლიანად დავკარგეთ მე-4 ქვეითი ბრიგადის ყველა Д-30 და მე-5 ქვეითი ბრიგადის ერთი 152 მმ-იანი МСТА-Б ტიპის ჰაუბიცა).

თუმცა საარტილერიო ბრიგადის დანაკარგები მოგვიანებით მათი უკან დახევისა და ცუდად გადამალვის პროცესის შედეგია. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გაფუჭდა და მიატოვეს ორი ცალი 152 მმ-იანი  თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა მოგვიანებით გორის პოლიგონზე გადაიყვანეს და დაწვეს.

ყველაზე მეტი დაიკარგა 203 მმ კალიბრიანი Пион-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი. მათგან ერთი გორის საარტილერიო ბაზაში დარჩა და რუსმა ოკუპანტებმა ლულა აუფეთქეს, 5 მანქანა საბრძოლო მოქმედების რაიონიდან კი გაიყვანეს, მაგრამ მათი ჯეროვნად გადამალვა ვერ მოხერხდა - რუსმა აგრესორებმა აღმოაჩინეს და დაწვეს.

ერთადერთი სანუგეშო ის იყო, რომ ამ ხუთმა Пион-მა საერთო ჯამში 600-ზე მეტი ჭურვი გაისროლა და თავისი საბრძოლო დანიშნულება თითქმის ბოლომდე შეასრულა.

ბრძოლის წაგება, რა თქმა უნდა, ძნელი მოსანელებელია, მაგრამ როდესაც მტერი გჯობნის, შენი არმიის პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის უკან დახევა, გადამალვა და ამით მათი გადარჩენა ახალი ბრძოლისთვის, ყოველთვის გამართლებულია.

P.S. უსათუოდ აღსანიშნავია ერთი გარემოება: როდესაც ბორჯომისა და ქარელის რაიონების მოსახლეობა ყოველმხრივ ეხმარებოდა ტყეებში შეფარებულ ქართველ მებრძოლებს, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ქვეყნის გასაჭირზე ხელის მოთბობა მოინდომეს - აბა, რას უნდა მივაწეროთ ის, რომ გადამალული ქართული საარტილერიო დანადგარებიდან ზოგიერთმა ადგილობრივმა მოსახლემ ტონაზე მეტი დიზელის საწვავი და გადასატანი გენერატორები მოიპარა?!

ირაკლი ალადაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"