ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უცხოეთის ქვეყნებმა იმ ირანელი ქალის საქმის განხილვაზე ზეწოლა უნდა შეწყვიტონ, რომელსაც ქვებით ჩაქოლვა აქვს მისჯილი.
სასამართლომ საკინე მოჰამადი აშტიანს ქვებით ჩაქოლვა ცოლქმრული ღალატისა და მეუღლის მკვლელობაში თანამონაწილეობის გამო მიუსაჯა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის რამინ მეხმანპარასტის თქმით, აშტიანის საქმე "ადამიანის უფლებების დარღვევის კონტექსტში არ უნდა განიხილონ".
"თუ ყველა სიკვდილმისჯილის გათავისუფლების საკითხი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განიხილება, მაშინ ევროპის ქვეყნებმა თავიანთი ციხეებიდან ყველა მკვლელი უნდა გაათავისუფლონ", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
12:35 / 08-09-2010
ირანი მსოფლიოს ქვეყნებს სთხოვს, სიკვდილმისჯილი ქალის სასამართლო საქმეში არ ჩაერიონ























როგორ ჩაატარეს ”ედიანაია როსიას” წევრებმა 7 მაისს აქცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე; რა ”გემრიელი საჩუქრები” ჩამოუტანეს ვეტერანებს და რას აკეთებენ ალაზნის ველზე?! და კიდევ ერთი კითხვა - ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს...