22 მაისი 2012 სამშაბათი - 19:06
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:32 / 02-09-2010
ვახტანგ მაისაიას ლიკვიდაციით ემუქრებიან
ჯაშუშობისთვის ბრალდებული სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია გასული წლის მაისიდან იხდის სასჯელს გლდანის მერვე საპყრობილეში. ამა წლის 18 აგვისტოს მან შიმშილობა გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 აგვისტოს ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა და ადმინისტრაციის ორმა თანამშრომელმა პატიმარს სასტიკად სცემეს, მანამდე კი კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ შიმშილობა შეეწყვეტა. მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ციხის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვახტანგ მაისაიამ სხეული თვითონ დაიზიანა.


ელენე მაღრაძე, ვახტანგ მაისაიას მეუღლე:

- 17 აგვისტოს, მე-8 საპყრობილეში შიმშილობა დაიწყო პატიმარმა მელორ ვაჩნაძემ. მეორე დღეს მას შეუერთდა ვახტანგიც. ისინი მოითხოვდნენ პოლიტპატიმრების და რელიგიური ნიშნით დაპატიმრებულების გათავისუფლებას, ჟურნალ-გაზეთების შეტანას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და იქ არასამთავრობო მონიტორინგის ჯგუფის დაშვებას. ვახტანგმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აცნობა ციხის ადმინისტრაციას. მეორე დღეს მასთან საკანში შევიდნენ ციხის ადმინისტრაციის წევრები და ვახტანგს შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თანასაკნელების დასჯითა და კარცერში ჩასმით დაემუქრნენ. 23 აგვისტოს მეუღლესთან პაემანი მქონდა და ამ მუქარის გამო შეწუხებული ჩანდა, არ უნდოდა სხვებისთვის პრობლემები შეექმნა.

მუქარის მიუხედავად, შიმშილობა არ შეწყვიტა, მაგრამ თანასაკნელები რომ არ დაესაჯათ, ულუფას იღებდა და შემდეგ ურნაში ყრიდა. ვახტანგმა დაწერა განცხადება - ცალკე საკანში გადაყვანას ითხოვდა, რათა შეწყვეტილიყო თანასაკნელებზე ზეწოლა და ვინაიდან შიმშილობას განაგრძობს, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო. 24 აგვისტოს მასთან შევიდა მისი ადვოკატი, რომელმაც ამავე მოთხოვნით ციხის დირექტორის სახელზე განცხადება დაწერა და როდესაც ვახტანგი უკვე სხვა საკანში გადაჰყავდათ, დერეფანში, ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა და ადმინისტრაციის ორმა თანამშრომელმა ერთი კვირის ნაშიმშილარი პატიმარი ჯერ სიტყვიერად შეურაცხყვეს, შემდეგ კედელზე მიახეთქეს და წაქცეულს წიხლები ჩასცხეს მუცელში.

ჩემი მეუღლე სერიოზულად არის დაზიანებული: ჩამტვრეული აქვს ცხვირის ძგიდე, აღენიშნება სისხლჩაქცევები სახესა და მთელ სხეულზე, მიიღო ტვინის შერყევაც, - იმავე დღიდან დაეწყო პირღებინება. როდესაც საკანში დააბრუნეს, პატიმრებმა აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. ვახტანგმა იმავე დღეს დაწერა საჩივარი და ითხოვს ფაქტის გამოძიებას. მას დაუკავშირდა ციხის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ალექსანდრე მუხაძე და განცხადების გატანა მოსთხოვა. ვახტანგი ჯერ დაზარალებულადაც არ უცნიათ, იგი მოწმის სახით დაჰკითხეს.

25-ში გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, გადაუღეს თავის ტვინის ტომოგრაფია და ვინმე გიორგი მაღრაძემ ექსპერტიზაც ჩაატარა, პირღებინება შიმშილობით და ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებით ახსნა და თქვა, დაზიანებებთან და თავის ტრავმასთან კავშირი არ აქვსო. ვახტანგის სხეულზე დაზიანებები ისე კარგად ჩანს, უნდა დაეწერათ, რომ ის ტრავმის შედეგია. ახლა შედარებით უკეთაა, ცალკე საკანში გადაიყვანეს და მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩემი თხოვნისა, შიმშილობას განაგრძობს.

ციხეებში ბევრ პატიმარს უშიმშილია, მაგრამ ასე არავის გასწორებიან. ცემის მოტივი ადმინისტრაციის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნა არ უნდა ყოფილიყო. გამოძიებას სურს, ვახტანგ მაისაიას დააბრალოს, თითქოს კედელს მიეხეთქა და სხეული თვითონ დაიზიანა. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებენ. მოვითხოვეთ ალტერნატიული ექსპერტიზაც, რათა დამტკიცდეს, სხეული თვითონ დაიზიანა, თუ ტრავმები ცემის შედეგია. აქამდე ვახტანგს მხოლოდ სიტყვიერად ემუქრებოდნენ, ერთ წელიწადში ოთხჯერ იჯდა კარცერში 10-10 დღით. რას აშავებს ჩემი მეუღლე ისეთს, რომ ამდენჯერ დასაჯეს?! ედავებოდნენ, - კედელზე წარწერა გააკეთეო, ხან - ჯოკერი ითამაშეო, არადა, აზარტული თამაშები არასოდეს უთამაშია. აიძულებდნენ, აღიარე ყველაფერი, თორემ სხვა პატიმრებს დავსჯითო.

მერვე საპყრობილეს ახალი უფროსი ჰყავს და, ალბათ, მისი ინიციატივაა, ისიც თავს იჩენს ჩემი ქმრის დასჯით, ალბათ, სხვები ავალებენ ამას. შევიტანეთ სპეციალური განცხადება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის სახელზე და 10 დღეში უნდა გვიპასუხონ, დაუშვებენ თუ არა მასთან ექსპერტს და ნევროპათოლოგს. პოლიტპატიმარს რომ ასე ექცევიან და აწამებენ, უბრალო პატიმრებს, წარმომიდგენია, რა დღეში აგდებენ!

ნათია კორკოტაძე, ვახტანგ მაისაიას ადვოკატი:
- ვახტანგ მაისაია საპყრობილეში ცემის შემდეგ მოვინახულე. მასთან შესულები იყვნენ გამომძიებელი და ექსპერტიც. მინდა, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ალეკო გეჯაძეც ჩავრთო. დეპარტამენტში ამის შესახებ შევიტანე განცხადება. პატიმარს მარჯვენა თვალი აქვს ჩალურჯებული, ცხვირის ძვალი გატეხილი, თავი და ფილტვები გაუშუქეს და, როგორც ჩანს, აქვს პრობლემები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მომხდარზე და არა - ვიქტორ ყაჭეიშვილზე, რომელიც მოწმის სტატუსით დაიკითხა. ყაჭეიშვილი ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსია. როგორც ჩანს, ის კარგად იცავს "უსაფრთხოებას" მერვე საპყრობილეში. ისე მიჰყავთ საქმე, თითქოს ვახტანგმა თავი თვითონ დაიზიანა. მართალია, ძალიან ცუდადაა, მაგრამ შიმშილობა არ შეუწყვეტია, ვინახულებ და ვეცდები, დავიყოლიო.

ცემიდან მეორე-მესამე დღეს მაისაიასთან კვლავ შესულა ბატონი ყაჭეიშვილი და დამუქრებია: შეწყვიტე შიმშილობა, თორემ საკანში შენს ლიკვიდაციას მოვახდენთო. დარწმუნებული ვარ, ვახტანგ მაისაიას სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება, ამიტომ მივმართავთ ყველა არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველ ქართულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაითვალისწინონ, რომ ამ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

გამშველებლები პრეზიდენტზე ამ ქვეყნის კანონები არ ვრცელდება? რომელი უფრო დიდი ძალადობაა - ბავშვისთვის რბილ ადგილას ერთი ხელის შემორტყმა, თუ პოლიციის ფორმის ჩაცმა და "პარადის მიღება"?!
 
პოლიციის აღლუმის პარალელურად ”ედინაია როსია” თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას მართავდა?!

როგორ ჩაატარეს ”ედიანაია როსიას” წევრებმა 7 მაისს აქცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე; რა ”გემრიელი საჩუქრები” ჩამოუტანეს ვეტერანებს და რას აკეთებენ ალაზნის ველზე?! და კიდევ ერთი კითხვა - ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს...

- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"