22 მაისი 2012 სამშაბათი - 19:05
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:05 / 01-09-2010
პატიმრებისაგან ფულის ამოღების ახალი მექანიზმი
ბოლო დროს ჩვენი სახელმწიფო დიდ წურბელას ემსგავსება, რომლის მოვალეობა მხოლოდ და მხოლოდ ფულის შოვნა და ბიზნესის კეთებაა თავისი მოქალაქეების გატყავება-გაღატაკების ხარჯზე. ჩვენი მართლმსაჯულებაც ისე "ვითარდება", რომ მასში ბიზნესინტერესებისა და ფულის კეთების სურვილს უფრო ვგრძნობ, ვიდრე კანონისა და სამართლიანობის დაცვისას.


საპროცესო გარიგებამ ისეთი მახინჯი სახე მიიღო ჩვენში, რომ მართლმსაჯულებაც სავაჭრო დუქანს დაემსგავსა. თუ ფულის გადახდის შნო გაქვს, საპროცესო გარიგების წყალობით არც უმძიმესი სასჯელისაგან თავის არიდება არის პრობლემა. თუ არა და, მსუბუქი დანაშაულისთვისაც შეიძლება წლობით გახეხინონ ციხე. თუმცა, ნურას უკაცრავად, გატყავებას იქაც ვერ გადარჩები, რადგან პატიმრებისაგან ფულის ამოღების მექანიზმებიც ისე კარგად არის დამუშავებული, შუა საუკუნეების ფეოდალებსაც რომ შეშურდებოდათ.

მოგეხსენებათ, წესრიგის დაცვის მოტივით დიდი ხანია ციხეში ზოგიერთი ნივთის შეტანა აიკრძალა, მათ შორის - ბევრი პროდუქტისაც. ამის თითქოსდა საკომპენსაციოდ ციხეში ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა მაღაზიები გახსნეს. პატიმრებს ურიგდებათ ბარათები, რაზედაც ფული პატრონმა ან მყვარებელმა უნდა დაურიცხოს. მე თუ მკითხავთ, უკეთეს ბიზნესს ვერც ინატრებს კაცი, მე შენ გეტყვი, კონკურენციაა და პატიმარი მეორე მაღაზიაში იყიდის რამეს უფრო იაფად?

ამას წინათ ერთმა ნაპატიმრალმა მიამბო, ჩვენს ციხეში თურმე არსებობს კერძი, რომელსაც სახელად, არც მეტი, არც ნაკლები, "აფეთქებული ქათამი" ჰქვიაო! ეს ბრინჯის წვნიანი ყოფილა, ქათმის კანის ნაფლეთებითა და მდარე ცხიმით შეზავებული. მისი ჭამა ოდნავ შეგრილების შემდეგ თურმე შეუძლებელია. როგორც მითხრეს, "აფეთქებული ქათმის" ჭამაზე პატიმრების უმეტესობა უარს ამბობს და ამიტომაც ციხის მაღაზიებს კარგი ვაჭრობა ჰქონიათ, განსაკუთრებით ძეხვეულზე ყოფილა დიდი მოთხოვნილება.

თამარ აბესაძე, ადვოკატი:
"პატიმრები უპირველესად ბარათებზე ფულის დარიცხვას მთხოვენ, რადგან ციხეში საკვები უვარგისი აქვთ. "აფეთქებული ქათამი" ხომ ყბადაღებულ თემად იქცა! ოთხშაბათისა და პარასკევის მოსვლა ენატრებათ პატიმრებს, რადგან ამ დღეებში ლობიოს აჭმევენ. დარწმუნებული ვარ, პატიმრების კვებაზე არცთუ მცირე თანხაა გამოყოფილი. ძალზე სარფიანი ბიზნესი აქვთ ციხის მაღაზიებს. არ ვიცი, რა პრინციპით ადებენ ფასებს საქონელს, მაგრამ სამ-ოთხჯერ მაინც აღემატება ციხის გარეთ არსებულ ფასებს. მაგალითად, პატიმარს აუცილებლად ესაჭიროება თეთრეული და პირსახოცი.

პატრონს რატომღაც მათი მიტანის უფლებას არ აძლევენ, უნდა თუ არა, პატიმარმა თეთრეული და პირსახოცი ციხის მაღაზიაში უნდა შეიძინოს. ყველაზე უხარისხო თეთრეული (გარეცხვისთანავე ფერი გადასდის) 50 ლარი ღირს. ამიტომ პატიმარი იძულებულია შედარებით ხარისხიანი (ხარისხის მაჩვენებელი ის არის, რომ ფერი არ გადასდის) 70-ლარიანი თეთრეული იყიდოს.

არ იკითხავთ, ცხვირსახოცისხელა პირსახოცი რა ღირს? (ჩვენს ბაზრობებზე რომ 1,50-2 ლარად იყიდება) -18 ლარი. პატიმარი უპირსახოცოდ ხომ არ იქნება, ამიტომ იძულებულია 18 ლარი გადაიხადოს. ზოგიერთი პატიმრის ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, ამიტომ პატიმრები ერთმანეთს იმ პირსახოცად წოდებულ ცხვირსახოცს ერთმანეთს შუაზე უხევენ. თუ გაჭირდა, იმ ნახევარსაც კიდევ შუაზე ხევენ და ასე გააქვთ თავი. დაბანა ხომ ფუფუნებაა.

როგორც პატიმრებმა მითხრეს, დასაბანად გაჰყავთ, მაგრამ ისე მცირე დროით, რომ საპნის წასმაც კი შეუძლებელია. მაშინვე წყალს უთიშავენ. ამიტომ "ზოზინისთვის" გვერდებში რომ არ მოხვდეთ, პატიმრები არც იხდიან ტანსაცმელს, სახეზე მიისხამ-მოისხამენ წყალს, ვითომ იბანავეს".

ჩვენ დავუკავშირდით სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს თეა სუხიშვილს:

- იქნებ გვითხრათ, ვინ არიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც პატიმრებს ემსახურებიან, ან რა კრიტერიუმებით ადგენენ საქონლის ფასს ციხის მაღაზიებში?
- ასეთი პრეტენზიები პირველად თქვენგან მესმის და არ დავინტერესებულვარ ამ საკითხით. ვერ გეტყვით, ვინ არიან ტენდერებში გამარჯვებულები. ფასებს კი საბაზრო ფასების მიხედვით ადგენენ და ისეთივეს, როგორიც ციხის გარეთ არის.

P.S. ვერაფერს იტყვი, "დამაჯერებელი" პასუხია, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაა.

P. P. S. მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა 240 პატიმარი შეიწყალა. 211 პატიმარი სასჯელისგან გათავისუფლდა, 27-ს სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო ორს შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის მოულოდნელად ეკა ბესელიას ძმა სერგო ბესელია და მისი ჯერ კიდევ ძებნილი(?!) ვაჟი რატი მილორავაც აღმოჩნდნენ.

როგორც რატი მილორავას ადვოკატმა ნუნუ გელაშვილმა აღნიშნა, "ხელისუფლებისთვის როგორც დაპატიმრების, ისე შეწყალების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა სამართლებრივ ნორმებს, არამედ პოლიტიკურ ნებას აქვს. ხელისუფლება წყვეტს, ვინ დააპატიმროს ან გაათავისუფლოს".

რაც უნდა იყოს, შეწყალება, მით უმეტეს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ხელისუფლების ჰუმანური ჟესტია, მაგრამ რა ეშველება მას, ვინც ციხეში რჩება "აფეთქებული ქათმის" იმედად?!


ხათუნა პაიჭაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

გამშველებლები პრეზიდენტზე ამ ქვეყნის კანონები არ ვრცელდება? რომელი უფრო დიდი ძალადობაა - ბავშვისთვის რბილ ადგილას ერთი ხელის შემორტყმა, თუ პოლიციის ფორმის ჩაცმა და "პარადის მიღება"?!
 
პოლიციის აღლუმის პარალელურად ”ედინაია როსია” თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას მართავდა?!

როგორ ჩაატარეს ”ედიანაია როსიას” წევრებმა 7 მაისს აქცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე; რა ”გემრიელი საჩუქრები” ჩამოუტანეს ვეტერანებს და რას აკეთებენ ალაზნის ველზე?! და კიდევ ერთი კითხვა - ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს...

- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"