თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე წუხელ მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ძალოსანი, 24 წლის ზაურ შაბურიშვილი.
მეზობლების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი გასროლის ხმა გაიგეს. შაბურიშვილს, სავარაუდოდ, სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი კორპუსთან იყო ჩასაფრებული და შაბურიშვილის მისვლას ელოდებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან ტაქსით მიიმალა.
სამართალდამცველებისთვის მისი ვინაობა, სავარაუდოდ, ცნობილია და მიმდინარეობს ძებნა.
მკვლელობის მოტივზე მეზობლები ვერ საუბრობენ.
"ინტერპრესნიუსი"
12:51 / 31-08-2010
სამტრედიის ქუჩაზე წუხელ ძალოსანი ზაურ შაბურიშვილი მოკლეს























როგორ ჩაატარეს ”ედიანაია როსიას” წევრებმა 7 მაისს აქცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე; რა ”გემრიელი საჩუქრები” ჩამოუტანეს ვეტერანებს და რას აკეთებენ ალაზნის ველზე?! და კიდევ ერთი კითხვა - ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს...