აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანოებმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რობერტ ტრინგხემი დააკავეს. ტრინგხემი 30 წლის მანძილზე თავს ინვესტორად ასაღებდა და კლიენტებს ფულს სძალავდა. ამ გზით მან 75 მილიონ დოლარზე მეტი ქონების დაგროვება შეძლო. თაღლითის მსხვერპლთა სიაში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, კიბოთი დაავადებულ ბავშვთა დახმარების ფონდიც აღმოჩნდა, - წერს გაზეთი The Guardian.
როგორ იტყვიან, 64 წლის ტრინგხემმა ამერიკული ოცნება აიხდინა - დაბალი ფენის წარმომადგენელი ერთბაშად დიდ ბიზნესმენად იქცა, ერთ მილიონიან სახლში ცხოვრობდა და მუდამ ლამაზი ქალები ეხვია გარს.
ტრინგხემი ამჟამად ციხეში იმყოფება. ლოს-ანჟელესის სასამართლომ, იგი თაღლითობაში, გადასახადების დამალვასა და ფინანსური პირამიდების შექმნაში სცნო დამნაშავედ.
პატიმარს განაჩენს 2010 წლის ივნისში გამოუტანენ და მას 170 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.
12:38 / 09-03-2010
ამერიკელმა სამართალდამცავებმა ცრუ ინვესტორი დააკავეს























როგორ ჩაატარეს ”ედიანაია როსიას” წევრებმა 7 მაისს აქცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე; რა ”გემრიელი საჩუქრები” ჩამოუტანეს ვეტერანებს და რას აკეთებენ ალაზნის ველზე?! და კიდევ ერთი კითხვა - ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს...