გერმანიის სასამართლომ ოთხ ისლამისტ ბოევიკს, რომლებიც გერმანიაში ამერიკის მოქალაქეებზე თავდასხმას გეგმავდნენ, თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
დიუსელდორფში მიმდინარე სასამართლო განხილვების დროს გაირკვა, რომ ბოროტმოქმედები რადიკალურ ისლამისტურ ორგანიზაცია ”ჯიხადის კავშირს” მიეკუთვნებოდნენ.
გამოძიების მონაცემებით, ბოევიკები აშშ-ის კუთვნილი რამშტაინის სამხედრო-საჰაერო ბაზისა და სხვა ობიექტების აფეთქებით ამერიკელების, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების დახოცვას გეგმავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორ ბოროტმოქმედს, რომლებიც გერმანიაში დაიბადნენ და შემდეგ ისლამი მიიღეს, 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მის მოკავშირე თურქეთის მოქალაქეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ხოლო ჯგუფის კიდევ ერთ წევრს - თურქული წარმოშობის გერმანიის მოქალაქეს - 5-წლიანი პატიმრობა.
სასამართლო პროცესი 10 თვე გრძელდებოდა. გერმანიის სასამართლოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებით განუხილავთ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
15:05 / 04-03-2010
გერმანიაში ისლამისტ ბოევიკებს განაჩენი გამოუტანეს























როგორ ჩაატარეს ”ედიანაია როსიას” წევრებმა 7 მაისს აქცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე; რა ”გემრიელი საჩუქრები” ჩამოუტანეს ვეტერანებს და რას აკეთებენ ალაზნის ველზე?! და კიდევ ერთი კითხვა - ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს...