"თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, თემურ ბასილია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთანავე, ვინაიდან გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს თემურ ბასილია თავს არიდებდა პროცესის მწარმოებელი ორგანოს წინაშე გამოცხადებას, ინტერპოლის არხების მეშვეობით მის მიმართ გამოცხადებულ იქნა საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით.
2010 წლის 3 თებერვალს საქართველოს შსს-ს ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროში შემოვიდა ვაშინგტონის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წერილი, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი ორგანოების მიერ განიხილება თემურ ბასილიას საქართველოში დეპორტაციის საკითხი ხსენებული პირის მიერ საიმიგრაციო წესების დარღვვის გამო და სადეპორტაციო პროცედურების განხორციელების მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატების შესაბამისმა ორგანომ ითხოვა ძებნილი პირის მიმართ გამოტანილი განაჩენი. ამასთანავე, თემურ ბასილიას საქართველოში დეპორტაციის პროცედურები რეგულირდება აშშ-ის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება მათი კომპეტენტური ორგანოს მიერ".
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)























როგორ ჩაატარეს ”ედიანაია როსიას” წევრებმა 7 მაისს აქცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე; რა ”გემრიელი საჩუქრები” ჩამოუტანეს ვეტერანებს და რას აკეთებენ ალაზნის ველზე?! და კიდევ ერთი კითხვა - ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს...