ირა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი: "სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს და­ცუ­ლად ვე­ღარ ვგრძნობთ"

ირა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი: "სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს და­ცუ­ლად ვე­ღარ ვგრძნობთ"

ირან­-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ბო­ლო დროს მსოფ­ლი­ოს ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. ეკო­ნო­მი­კურ­-სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ზრდის ფონ­ზე თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში ირა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, დი­დი თუ მცი­რე ფირ­მე­ბის რიცხ­ვი იზ­რდე­ბა. რო­გორც ჩანს, ეს და­სავ­ლეთს აშ­ფო­თებს, რაც კარ­გად ჩანს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა "უ­ოლ სტრიტ ჯორ­ნა­ლის" სტა­ტი­ა­ში: "სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნე­ლე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ა, სან­ქცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იზ­რდე­ბა". ირა­ნულ­-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე შპს "სპე­რან­ცას" დი­რექ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­მა­ვა­ლი ირა­ნუ­ლი ჟურ­ნალ "ა­რი­ა­ნას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი სა­რა ღა­ზი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რამ­დე­ნი­მე წე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხ­ა­დებ­და, ფარ­თო რეკ­ლა­მი­რე­ბას აკე­თებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­სა­დე­ბად, რომ აქ ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი­ა. ეს ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბი­სა და ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­სა­ზი­დად კეთ­დე­ბო­და. და ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თლაც ჩა­მო­ვიდ­ნენ, მათ შო­რის, ირა­ნი­დან. თი­თო­ე­ულს ბიზ­ნე­სის კე­თე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­კუ­თა­რი გეგ­მა ჰქონ­და და აქვს, ირა­ნე­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნი­ე­ბი და­ა­არ­სეს, და­იწყ­ეს მუ­შა­ო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­საქ­მეს, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლე­ბი. ირა­ნე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს ბევ­რი გვაქვს სა­ერ­თო კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ირა­ნე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს ისე გრძნობ­დნენ, რო­გორც მე­ო­რე სახ­ლში; ზოგ­მა ირა­ნელ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო კომ­პა­ნი­ით და­იწყ­ო, ზოგ­მა - დი­დით, ვი­საც რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლაფ­რი­დან ორი­ვე მხა­რე - ქარ­თუ­ლიც და ირა­ნუ­ლიც სარ­გე­ბელს ნა­ხუ­ლობს. ირა­ნე­ლე­ბი მშვი­დო­ბი­ან, წყნარ ცხოვ­რე­ბას ეძე­ბენ, იმის გა­მოც, რომ ირან­ში ბევ­რი პრობ­ლე­მა­ა, მათ უნ­დათ საქ­მე იქ წა­მო­იწყ­ონ, სა­დაც მე­ტად მშვი­დად გრძნო­ბენ თავს.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რა პრობ­ლე­მებს გუ­ლის­ხმობთ?

- ირან­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­ა, ინ­ფლა­ცი­ის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნე­ა, ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა, ამი­ტომ არა­ერ­თი ირა­ნე­ლი ცდი­ლობს კა­პი­ტა­ლი, დი­დი თუ მცი­რე, საზღ­ვარ­გა­რეთ და­ა­ბან­დოს, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სოც­ნე­ბა აის­რუ­ლოს­. ამ მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნეს მა­ღა­ზი­ე­ბი, კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, ამ ყვე­ლაფ­რის აწყ­ო­ბას წლე­ბი დას­ჭირ­და. თუმ­ცა, ბო­ლო რამ­დე­ნი­მე თვე­ა, კომ­პა­ნი­ე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში ან­გა­რი­შის გახ­სნი­სას პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 150 ირა­ნე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი პი­რის სა­ბან­კო ან­გა­რი­ში და­ა­ყა­და­ღა.

- ჩვენ, ირა­ნე­ლებ­მა არ ვი­ცით, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ვვა­რა­უ­დობ, რომ მათ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და მა­თი ან­გა­რი­შე­ბი ამი­ტომ დაბ­ლო­კეს, გა­ყი­ნეს, ისი­ნი ალ­ბათ, საკ­მა­რი­სად გამ­ჭვირ­ვა­ლე არ იყო. ბო­ლო დროს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ა­ნიშ­ნებ­დნენ, რომ ირან­თან, ისე­ვე რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­თან, უვი­ზო რე­ჟი­მის სა­კითხი უნ­და გა­და­ი­ხე­დოს, შე­იც­ვა­ლოს, და უკ­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 1-­ლი ივ­ლი­სი­დან ირა­ნე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სას­ვლე­ლად ვი­ზა დას­ჭირ­დე­ბათ. არა­და, ამ სა­კითხ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­-ი­რანს შო­რის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ აქ უამ­რა­ვი ირა­ნე­ლი ჩა­მო­ვი­და, ფუ­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს, ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, ზოგ­მა რე­ზი­დენ­ტო­ბაც მი­ი­ღო, მაგ­რამ მათ მე­უღ­ლე­ებს იმა­ვე სტა­ტუსს არ აძ­ლე­ვენ, რა ეშ­ვე­ლე­ბა ასეთ ოჯა­ხებს? ვფიქ­რობ, ეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ა. დღეს ირა­ნე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თავ­სა და სა­კუ­თარ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ცუ­ლად ვე­ღარ გრძნობს. ჩემს ოფის­ში მო­სუ­ლი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღე მე­კითხ­ე­ბი­ან - რა იქ­ნე­ბა? ჩვენს ან­გა­რი­შებ­საც ხომ არ გა­ყი­ნა­ვენ, ან ბიზ­ნესს რა ბე­დი ეწე­ვა­ო? მე არ ვლა­პა­რა­კობ მათ­ზე, ვი­საც კა­ნონ­თან პრობ­ლე­მა აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს უფ­ლე­ბა, გა­ა­კონ­ტრო­ლოს, რო­გორ შე­მო­დის ფუ­ლი მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე იმ ირა­ნე­ლებ­ზე ვსა­უბ­რობ, რომ­ლებ­საც სუფ­თა, პა­ტი­ო­სა­ნი ბიზ­ნე­სი აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა ხმებს, რომ ირა­ნე­ლე­ბი აქ ფულს რეცხ­ა­ვენ, ათეთ­რე­ბენ, მე ასეთს არა­ვის ვიც­ნობ; ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს უფ­ლე­ბა გა­ა­კონ­ტრო­ლოს ფუ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­სუ­ლი, ბექ­გრა­უნ­დი, მაგ­რამ სა­მიზ­ნედ ყვე­ლა ირა­ნე­ლი არ უნ­და იქ­ცეს, მით უმე­ტეს, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ზო­გი­ერთ ირა­ნელს, უმ­თავ­რე­სად, პო­ლი­ტი­კურ და რე­ლი­გი­ურ მი­ზეზ­თა გა­მო, ირან­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ შე­უძ­ლი­ა, თუმც თი­თო­ე­უ­ლ მათ­გან­საც აქვს უფ­ლე­ბა, იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვან­ში და ეს უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი უნ­და იყოს.

პო­ლი­ტო­ლო­გი, ექ­სპერ­ტი ახ­­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის სა­კითხ­ებ­ში სო­სო ზა­ა­ლიშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­ბან­კო ან­­გა­რი­შე­ბის გა­ყინ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმოქ­მე­და "უ­ოლ სტრიტ ჯორ­ნალ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სტა­ტი­ამ, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნუ­ლი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი.

სა­ქარ­თვე­ლო ხი­დია ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­სა და და­სავ­ლეთს შო­რის.. 150 ირა­ნელ ბიზ­ნეს­მენს, ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ­ პირს, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი გა­უ­ყი­ნეს, მა­თი ვი­ნა­ო­ბა არ ვი­ცით, მაგ­რამ, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა მარ­ტო ირა­ნი­დან, სხვა ის­ლა­მუ­რი ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც ხდე­ბა ფუ­ლის შე­მო­დი­ნე­ბა, შემ­დეგ გა­თეთ­რე­ბა და ამ თან­ხე­ბით ჯი­ჰა­დის და­ფი­ნან­სე­ბა სი­რი­ა­სა და სხვა ცხელ წერ­ტი­ლებ­ში.. ამ თვალ­საზ­რი­სით უფ­რო კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­ცაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, შე­საც­ვლე­ლია სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში "ჰეს­ბო­ლა", "ჰა­მა­სი", "ალ­-ქა­ი­და" ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვა. ამ­გვარ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მე­ტი სიფ­რთხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბაა სა­ჭი­რო.

- უფ­რო კონ­კრე­ტუ­ლად, რის სა­ფუძ­ველ­ზე სა­უბ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნუ­ლი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზე?

- და­სავ­ლეთ­მა ირა­ნულ ბან­კებს სვიფ­ტი - სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­რიცხ­ვის, ფი­ნან­სუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სის­ტე­მა და­უ­ხუ­რა. გა­ე­როს სან­ქცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ნე­ბის­მი­ერ ირა­ნულ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მელ­საც რა­ი­მე შე­ხე­ბა აქვს ნავ­თო­ბის, ზუს­ტი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ალუ­მი­ნის წარ­მო­ე­ბა-­შეს­ყიდ­ვას­თან, ანუ იმ დარ­გებ­თან, რაც შემ­დგომ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის, რა­კე­ტე­ბის შექ­მნის, ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის პრო­ცეს­თან შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი­ა. თუ ევ­რო­პუ­ლ არ­ჩე­ვან­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს მოთხ­ოვ­ნა უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ირა­ნის რო­მე­ლი­მე ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე ბან­კის ბა­რა­თით რომ ჩა­ას­ხა ბენ­ზი­ნი, ამ ბან­კის­თვის ეს უკ­ვე სან­ქცი­ის დარ­ღვე­ვა­ა. გა­ე­რო მი­იჩ­ნევს, რომ ეს რე­სურ­სი, თან­ხა შემ­დეგ ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბა­სა და ტე­რო­რიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბას ხმარ­დე­ბა.. მი­უ­ხე­და­ვად ამ სან­ქცი­ე­ბი­სა, ირა­ნი ნავ­თო­ბის გა­ყიდ­ვას ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში მა­ინც ახერ­ხებს, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ შემ­დეგ ამ ქვეყ­ნე­ბი­დან ფუ­ლის გა­ცოცხ­ლე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ, ამი­ტომ ამი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს იყე­ნე­ბენ, აქ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას იწყ­ე­ბენ და შემ­დგომ აქე­დან ფუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რად გა­აქვთ, მო­იხ­მა­რენ ევ­რო­პა­ში..

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა